ვლადიმერ პუტინი რეჯეფ თაიფ ერდოღანს ესაუბრა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„სატელეფონო საუბრისას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკორიჯში, რუსეთ-ამერიკის სამიტის შესახებ თავისი შეფასებები გაუზიარა“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.
ამასთან, კრემლის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა „უკრაინის გარშემო არსებული ვითარებაც“ განიხილეს.
„ლიდერებმა უკრაინის გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები განიხილეს. რუსულმა მხარემ სტამბოლში, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრების ორგანიზებაში თურქეთის მიერ გაწეული დახმარება აღნიშნა“, – ნათქვამია განცხადებაში.
