გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე

გარდაიცვალა ლევან გაჩეჩილაძე
61 წლის ასაკში გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე. ინფორმაციას გაჩეჩილაძის ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
ლევან გაჩეჩილაძე იყო საქართველოს მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. არჩეული იყო მეშვიდე მოწვევის პარლამენტშიც. იყო ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2008 წლის არჩევნებზე.
პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი ს შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი მემარჯვენეების სიით. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

ასევე დაგაინტერესებთ

მოლდოვა არის გამოცხადებული ახალ დემოკრატიის შუქურად, ისევე, როგორც თავის დროზე იყო გამოცხადებული სააკაშვილის ხელისუფლება და საქართველოს უპირისპირებენ შანტაჟს, ეს აჩვენებს ორმაგ სტანდარტებს და ამ ორმაგი სტანდარტის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ ევროპული ბიუროკრატია არ არის დამოუკიდებელი

პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, ფერისცვალებას დოღზე შეკრებილ ხალხს მართლმადიდებლურ დღესასწაულთან ერთად ეს სახალხო დღესასწაულიც მიულოცა, მისი სიტყვები ოპონენტებმა არასწორად, მათთვის სასურველი შინაარსით გააჟღერეს და პრეზიდენტის ხალხისადმი გულითადი მიმართვის შინაარსის დაკნინება სცადეს