აზერბაიჯანელ ბიზნესმენს არშად ხანკიშიევს, ჩელიაბინსკის ოლქში ლიკვიდირებული აზერბაიჯანელთა ეროვნული-კულტურული ავტონომიის ყოფილი ხელმძღვანელს, რუსეთის მოქალაქეობას ჩამოერთვა. ФСБ-ის გადაწყვეტილებით არშად ხანკიშიევის პასპორტი გაუქმდა, ხოლო ქვეყანაში შესვლა ეკრძალება.
იქამდე, 4 ივლისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მოქალაქეობა ჩამოართვა რუსეთის აზერბაიჯანელთა მოსკოვის ოლქის ეროვნული-კულტურული ავტონომიის თავმჯდომარე ელშან იბრაგიმოვს. როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, ადვოკატის თქმით, ეს გადაწყვეტილება ურალზე მომხდარ მოვლენებსა და ბაქოსა და მოსკოვს შორის წარმოქმნილ დიპლომატიურ კრიზისს არ უკავშირდებოდა. 9 ივლისს იბრაგიმოვმა რუსეთი დატოვა.
აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ხანკიშიევი, რუსი ძალოვნების ვერსიით, „ჩართული იყო ეთნო-სეპარატიზმის პროპაგანდაში და ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა მხარდაჭერაში“.
ხანკიშიევი არის ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობის კომპანიების დამფუძნებელი, რესტორატორი, შპს „ფრუკტდომის“, შპს „ფრუტ-ჰაუსის“, შპს „ნარ შარაბის“, შპს „კასპიის“ დამფუძნებელი/მფლობელი. იგი ასევე იყო ჩელიაბინსკის ოლქის სოციალურ-სამართლებრივი საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აზერბაიჯანის“ პრეზიდენტი და „ჩელიაბინსკის ოლქის აზერბაიჯანელთა რეგიონული ეროვნული-კულტურული ავტონომიის“ („აზერჩელ“) თავმჯდომარე, – წერია საიტ „რუსპროფაილზე“.
ამასთან, მედიით ცნობილი ხდება, რომ რუსეთში სასამართლომ აზერბაიჯანში დაბადებულ მეჰრიბან ლუკინსკაიას ხუთი წლით კოლონია მიუსაჯა უცხო სახელმწიფოსთან კონფიდენციალურ თანამშრომლობაში ბრალდების საფუძველზე.
როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, ლუკინსკაიას საქმე სასამართლოში მაისის ბოლოს შევიდა, დეტალები გასაიდუმლოებულია. მეხრიბან ლუკინსკაია 2017-2021 წლებში მუშაობდა რიაზანის მილების ქარხანასა და მძიმე სამჭედლო-პრესი აღჭურვილობის ქარხანაში, ხოლო 2019 წელს დააფუძნა კომპანია „ვერტიკალი“, რომლის ძირითადი საქმიანობაც სამშენებლო მასალებით ვაჭრობა იყო. ამჟამად ეს კომპანია ლიკვიდირებულია, წერს „მედიაზონა“ (რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხოელი აგენტების რეესტრში შეიტანა). გამოცემის ინფორმაციით, ლუკინსკაიას ნათესავებმა და ადვოკატმა კომენტარზე უარი თქვეს.
უცხო სახელმწიფოსთან, საერთაშორისო ან უცხოურ ორგანიზაციასთან კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ მუხლი (რუსეთის სსკ 275.1), რომელიც სამიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, რუსეთში 2022 წელს შემოიღეს.
მოსკოვსა და ბაქოს შორის ურთიერთობები საგრძნობლად დამძიმდა მას შემდეგ, რაც 2024 წლის 25 დეკემბერს ყაზახეთში ავიაკომპანია Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავი 67 მგზავრით ბორტზე, ჩამოვარდა. ის ბაქოდან გროზნოსკენ მიფრინავდა. ურთიერთობების გაუარესების ახალ ტალღას წარმოადგენდა ეთნიკური ნიშნით დაკავებები რუსეთში და საპასუხო დაკავებები აზერბაიჯანში.
