CNN: პუტინი ზელენსკისთან შესახვედრად მზად არ არის

ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რომელიც ითვალისწინებდა ვლადიმირ პუტინისა და ვლადიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრის მომზადებას, კრემლმა მოლოდინები შეამცირა. CNN-ის ცნობით, რუსი მმართველი აშკარად არ არის მზად უკრაინის ლიდერთან მოლაპარაკებისთვის – არც ახლა და არც მომავალში.
ს პრეზიდენტის მრჩეველმა იური უშაკოვმა განაცხადა, რომ საუბარია მხოლოდ „წარმომადგენლების დონის შესაძლო ამაღლებაზე“. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კი აღნიშნა, რომ უარს არ ამბობს არცერთ ფორმატზე, თუმცა ხაზი გაუსვა „ყველაზე მაღალი დონის შეხვედრების საფუძვლიან მომზადებას“.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ კრემლისთვის ზელენსკისთან შეხვედრა ნიშნავდა უკრაინის პრეზიდენტის აღიარებას როგორც ქვეყნის ლეგიტიმური ლიდერის, მაშინ, როცა რუსული პროპაგანდა წლების განმავლობაში წარმოაჩენდა მას „დასავლეთის მარიონეტად“.
Chatham House-ის არინა ლუცევიჩის თქმით: „პუტინს მოუწევს შეეგუოს იმ მარცხს, რომ ვერ შედგა შეხვედრა პრეზიდენტთან, რომელსაც ის მიიჩნევს არარსებული ქვეყნის ჯამბაზად“.
კრემლი კვლავაც თავს არიდებს ზელენსკის სახელის გამოყენებას და მას „ს რეჟიმს“ უწოდებს. ასევე, მოითხოვს ში ს ჩატარებას ნებისმიერი სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე. ამასთან, კრემლი დონალდ ტრამპში ხედავს შესაძლებლობას, რომ უფრო დათმობითი პოზიციისკენ მიიყვანოს. სტანოვაიას შეფასებით, პუტინი ტრამპს განიხილავს როგორც ადამიანს, „ვინც ხელს უწყობს ომის მოგვარების რუსული ხედვის განხორციელებას“.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – დმანისში მომხდარ ფაქტზე ბრალი წარედგინა პირს, რომელმაც სახის არეში მრავლობითი დარტყმის შედეგად დაზარალებული რკინის კიბეებიდან გადააგდო, დაზიანების შედეგად გარდაცვლილი კი თავისივე საცხოვრებელი სახლის ეზოში დამარხა

გიორგი შარაშიძე – რა გასაკვირია, რომ თუნდაც ერთი წლის წინ ევროკავშირი უარყოფითად აფასებდა საქართველოს პროგრესს? – როგორ ფიქრობთ, ელჩს ასეთი მნიშვნელოვანი პოზიციის დაფიქსირება სურს და სამინისტროში გაგზავნილი რიგითი წერილით შემოიფარგლება?

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელის ღირებულებითი უკუსვლა დაიწყო მაშინ, როდესაც დეზინფორმაცია და პროპაგანდა მისაღებ პოლიტიკურ იარაღად აღიარა – დადასტურდა, რომ კანონი ამერიკულია, რომ ინტეგრაცია ბრიუსელმა შეაჩერა და რომ ჯამი ჭურჭელია

ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულთაგან ხუთ პირს, მათ შორის მანანა გიორგობიანს ბრალი წარედგინა – დადგინდა, რომ დაპირისპირება გიორგობიანისთვის სუპერმარკეტის თანამშრომლის მიერ თანხის დახურდავებაზე უარს მოჰყვა