თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (EUSA) ასოცირებული წევრის დროებითი სტატუსი მიენიჭა

2023 წლის 15 დეკემბერს ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (EUSA) სხდომაზე, აღმასრულებელმა კომიტეტმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს EUSA-ს ასოცირებული წევრის დროებითი სტატუსი მიანიჭა.
2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილია გენერალური ასამბლეა, სადაც ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (EUSA) აღმასრულებელი კომიტეტი, ოფიციალური წევრობის სტატუსის დასამტკიცებლად წარადგენს ასოცირებული წევრების სტატუსის მქონე უნივერსიტეტების სიას, რომელთა შორისაა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.
საკითხის საბოლოო განხილვამდე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ისარგებლებს ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის (EUSA) მიერ, ასოცირებული წევრის დროებითი სტატუსის ფარგლებში მინიჭებული ყველა უპირატესობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – 4 ოქტომბერს იქნებოდა ძალიან კარგი სურათი, თუ თბილისის ქუჩები სავსე იქნებოდა ხალხით, ასი ათასობით ადამიანით იმ ფონზე, როდესაც „ქართული ოცნების” საარჩევნო უბნებზე იქნებოდა სიცარიელე

გიორგი ბარამიძე – 4 ოქტომბერს ადგილობრივი არჩევნები კი არა, სპეცოპერაცია ტარდება და ვინც მიიღებს მონაწილეობას, „ქოცების“ საქმის გამკეთებელია – ჩვენ შევუერთდებით საერთო სახალხო პროცესს, პაატა ბურჭულაძის პოზიცია ჩვენთვის მისაღებია