რუსული მედია – პირები, რომლებსაც ს ხიდზე ტერორისტული თავდასხმისთვის განკუთვნილი ავტომობილი გადაჰყავდათ, კრასნოდარის მხარის სტარონიჟესტებლიევსკაიას დასახლებაში დააკავეს

პირები, რომლებსაც ს ხიდზე ტერორისტული თავდასხმისთვის შენიღბული ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომობილი გადაჰყავდათ, კრასნოდარის მხარის სტარონიჟესტებლიევსკაიას დასახლებაში დააკავეს, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, „უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველები“, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანა ავტომზიდით გადაჰყავდათ, ტრასის პირას დააკავეს. ახლოს მარცვლეულის ლიფტია, ხოლო რკინიგზის სადგური სამი წუთის სავალზეა.
ს უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, შემდგომში, მანქანა სხვა მძღოლისთვის უნდა გადაეცაღ, რომელიც, თავის მხრივ, ყირიმის ხიდზე უნდა შესულიყო და “უნებლიეთ თვითმკვლელი ტერორისტი” გამხდარიყო.
ორშაბათს, ს უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ყირიმის ხიდზე მაღალი სიმძლავრის ბომბის აფეთქების კიდევ ერთი მცდელობა აღკვეთეს და რომ ბომბი დამონტაჟებული იყო ავტომობილში, რომელიც თვითმკვლელ ტერორისტს უნდა აეფეთქებინა. „ეფ-ეს-ბე“-ს მტკიცებით, ავტომობილი რუსეთში უკრაინიდან რამდენიმე ქვეყნის გავლით ტრანზიტით შეიყვანეს, ხოლო უშუალოდ რუსეთში საქართველოდან საერთაშორისო საკონტროლო-გამშვები პუნქტის, „ზემო ლარსის“ გავლით.