“თითქმის ორი წელია რუთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის პირველი ნომერია, ხოლო მოადგილეები – ქართული ოცნების წევრები არიან. ქალაქის მერი სიცრუის ფონზე ცდილობს არ გაახსენოს მოსახლეობას ის ფაქტი, რომ სრულად თავისი ინიციატივით დაშალა ოპოზიციური საკრებულო – “ბურთი და მოედანი” როგორ თავად აღნიშნავს. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჩაღრმავება და პასუხისმგებლობის გათავისება მის პრიორიტეტებში არ ჯდება, მარტივი ტყუილებით თავის არიდებით უმჯობესი გამოსავალი იპოვა. პრინციპში მის ქცევას ეს ფორმა ნამდვილად უხდება.
2 წლის წინ ზუსტად ისე დააფორმირა საკრებულო როგორც თავად მოსწონდა, ამის შემდგომ მოგისმენიათ ქალაქის მერის ბრიფინგები საკრებულოს მისამართით? ან საკრებულოს სხდომაზე გინახავთ? მოგისმენიათ საკითხების საგნობრივი განხილვა? რომელიმე საკითხი, რომელიც ქალაქის მერმა წარადგინა, საკრებულოდან შენიშვნებით დაბრუნებულა? მოგისმენიათ მოქალაქეების რეალური საჭიროებები და გინახავთ მათი ჩართულობა საკრებულოს სხდომებზე? რა თქმა უნდა – არა და ეს მხოლოდ ქალაქის მერის და მისი გუნდის – “ქართული ოცნების” “ინტრიგნობის და ხელშეშლის” დამსახურებაა.
ამდენად, სულ მცირე სამარცხვინოა, როცა მოსახლეობის ნდობით აღჭურვილ ოპოზიციურ საკრებულოს საქმიანობას, თუნდაც ზოგადად, ახსენებს ქალაქის მერი. არ მინდოდა, შევხებოდი ამ საკითხსაც, თუმცა ძალიან სასაცილოდ ჟღერდა ქალაქის მერის “დატუქსვა” საკრებულოს მისამართით “წყლის პრობლემასთან” დაკავშირებით. სასაცილოა ეცადო და პასუხისმგებლობის ისრები გადაიტანო საკრებულოზე, რადგან რუსთაველებმა ზუსტად იციან თუ ვისი პასუხისმგებლობაა და ვისი არაეფექტური მუშაობის შედეგია “უწყლობა”რუსთავში. ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემად იქცევა მრავალსართულიანი, მრავალბინიანი შენობებით ქალაქის განვითარების და გაზრდილი კა-2-ების განაშენიანების პირობებში”,- განაცხადა რუსთავის საკრებულოში ფრაქცია “რუსთავი საქართველოსთვის” წევრმა, ნათია შელეგიამ ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის მიერ ოპოზიციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ.