ლავროვი ზელენსკი-პუტინის შეხვედრაზე: სამიტისთვის ეტაპობრივად უნდა მოვემზადოთ

ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ არ ეწინააღმდეგება არც ორმხრივ და არც სამმხრივ ფორმატს, თუმცა, დაამატა, რომ მსგავსი შეხვედრა “რაც შეიძლება ფრთხილად” უნდა დაიგეგმოს.

“ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ის, რომ ნებისმიერი ფორმატი – ერთს პლუს ერთი, ერთს პლუს ორი, მრავალმხრივი ფორმატები, მრავალნაირია, მათ შორის გაეროს ფარგლებშიც – რომ ყველა ეს ფორმატი იყოს ჩართული… რათა სამიტისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად მოვემზადოთ. ექსპერტების დონიდან დაწყებული და შემდეგ ყველა საჭირო ეტაპის გავლით. მსგავს სერიოზულ მიდგომას ჩვენ ყოველთვის მხარს დავუჭერთ,” თქვა ლავროვმა.

ლავროვმა ასევე განაცხადა, რომ “რუსეთის უსაფრთხოებისა და ში რუსების უფლებებისადმი სრული პატივისცემის გარეშე საკითხის გრძელვადიანად მოგვარებაზე საუბარი ვერ იქნება.”

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს