მედია: მოსაზრება ბაქოდან: რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, აზერბაიჯანმა უკრაინის დახმარება უნდა გააფართოოს

ს თავდასხმების შედეგად უკრაინის ოდესის ოლქში დაზიანდა SOCAR-ის ნავთობბაზა და კომპრესორული სადგური, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი ში გადის. პოლიტოლოგი შაჰინ ჯაფარლი ამ დარტყმებს აფასებს როგორც გაფრთხილებას აზერბაიჯანისთვის და მისი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.

“SOCAR-ის ნავთობბაზისა და გაზის კომპრესორული სადგურის განადგურება ოდესაში უნდა შეფასდეს, როგორც გაფრთხილება აზერბაიჯანისთვის და ერთდროულად — დარტყმა მის ეკონომიკურ ინტერესებზე,“ — ამბობს ჯაფარლი.

მისი თქმით, აზერბაიჯანის საექსპორტო ნავთობის უეცარი დაბინძურება ტექნიკურ ხარვეზად არ უნდა ჩაითვალოს.

“ამ ფაქტსაც იმავე კონტექსტში უნდა შევხედოთ — ეს არ არის უბრალო ტექნიკური შეცდომა, არამედ მიზანმიმართული დივერსია. აგრძელებს აზერბაიჯანზე ზეწოლას არა პირდაპირ, არამედ ირიბი გზით,“ — ამბობს ექსპერტი.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს