ანდერს ბრეივიკი ციხეში იზოლირებულად ყოფნის გამო ნორვეგიას სასამართლოში უჩივის

77 ადამიანის მკვლელობისთვის პატიმრობაში მყოფი ანდერს ბრეივიკი ციხეში იზოლირებულად, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ყოფნის შეწყვეტის მოთხოვნით დღეს სასამართლოს მიმართავს.
ბრეივიკი აცხადებს, რომ იზოლირებულად ყოფნა მის უფლებებს არღვევს.
სარჩელში, რომელსაც ოსლოს რაიონულ სასამართლოში დღეს შეიტანენ, ადვოკატი, ოისტეინ სტორვიკი წერს, რომ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში იზოლირებულად ყოფნამ დამანგრეველი გავლენა მოახდინა ბრეივიკზე. “ის ახლა თვითმკვლელობისკენაა მიდრეკილი”, – აცხადებს ადვოკატი.
იუსტიციის სამინისტროს იურისტები აცხადებენ, რომ ბრეივიკის განცალკევებით ყოფნა აუცილებელია იმ საფრთხის გამო, რასაც ის მუდმივად ქმნის.
შეგახსენებთ, ანდერს ბრეივიკმა 2011 წლის ივლისში ოსლოში აფეთქება განახორციელა და კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდების ბანაკში ცეცხლი გახსნა. თავდასხმების შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის საქართველოს ერთი მოქალაქე. სასამართლომ ბრეივიკს 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო