იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა

იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება დემოკრატიული სისტემა
ჩვენ მზად ვიქნებით 2030 წლისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ ბახმაროში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით ტენდენციები შემაშფოთებელია.
„თქვენ იცით, რა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს არის ჩვენი დეკლარირებული მიზანი, ასევე გაცხადებული გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების 90%-ზე მეტს შევასრულებთ. მზად ვიქნებით 2030 წლისთვის თავიდან ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. მთავარია, რომ ამასობაში, ევროკავშირშიც სხვა მიმართულებით წარიმართოს პროცესები. დღეს ტენდენციები არის შემაშფოთებელი, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, ეკონომიკის კუთხით. სამწუხაროდ, ყველა მიმართულებით არის უკუსვლა. იმედი გვაქვს, რომ ვიდრე ჩვენ 2030 წელს ვიქნებით მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მანამდე ევროკავშირში ეს ტენდენციები შეიცვლება და გაჯანსაღდება ევროკავშირის მასშტაბით დემოკრატიული სისტემა. უკეთ იქნება დაცული ადამიანის უფლებები და გაძლიერდება ეკონომიკა. “, – განაცხადა პრემიერმა.
Previous: თბილისში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში ს მოგება მერის შემთხვევაში და საკრებულოს შემთხვევაში, მინიმუმ 38 მანდატის მიღება, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ამ მიზანთან

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა