ირაკლი ქადაგიშვილი – ახლა დაგვაწიეს სიტყვა, რომ თურმე ევროკავშირს მხოლოდ მშვიდობა უნდა – 3.5 წლის განმავლობაში ერთხელ არ წამოსცდათ სიტყვა, რომ სწორია ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის პოზიცია, ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას რომ იცავს

ახლა უკვე დაგვიანებულია ეს განცხადება – 3.5 წლის განმავლობაში ერთხელ არ წამოსცდათ სიტყვა, რომ სწორია ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის პოზიცია, ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობას რომ იცავს და არ აძლევს საბაბს ს ფედერაციას იმისთვის, რომ აქ რაიმე ტიპის აგრესია განხორციელდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განუცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, 3 წლის განმავლობაში, რაც ში ომი მიმდინარეობს, ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოს ხელისუფლება მშვიდობის შენარჩუნებისთვის არასდროს შეუქია.
„მთელი ამ სამი წლის განმავლობაში, რაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს და საქართველოს ჯანჯღარი გარედან თუ შიდა აგენტურის მხრიდან, ერთხელ გამოსულიყო ეს ევროკავშირის წარმომადგენლობა და ეთქვა, რომ საქართველოს მთავრობას სწორი პოზიცია უჭირავს, ის ინარჩუნებს, მშვიდობას და წინააღმდეგია საქართველოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაპირისპირების, რომელიც გამოიწვევდა საქართველოზე პოლიტიკურ, სამხედრო თუ სხვა სახის აგრესიას. ერთხელ რატომ არ წამოსცდათ ეს სიტყვები? იმიტომ, რომ არ იყო ეს მათ ინტერესებში. ამიტომ ამ ლამაზი სიტყვების უკან ხშირად იკითხება, რა არის ხოლმე რეალური მიზნები და მიზეზები. ახლა უკვე დაგვიანებულია ეს განცხადება, როდესაც ნათელია, რომ ვითარება ამ ომთან დაკავშირებით, შესაძლოა გადაწყვეტის გზაზე გადადის. ახლა, ბუნებრივია უკვე დაგვაწიეს სიტყვა, თურმე ევროკავშირს მხოლოდ მშვიდობა უნდა. 3.5 წლის განმავლობაში ერთხელ არ წამოსცდათ სიტყვა, სწორია ქართული სახელმწიფოსა და მთავრობის პოზიცია, რომ იცავს ქვეყანაში მშვიდობას, სტაბილურობასა და არ აძლევს საბაბს რუსეთის ფედერაციას იმისთვის, რომ აქ რაიმე ტიპის აგრესია განხორციელდეს.
რაც შეეხება, -ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას, ჩვენ ვხედავთ, ტრამპის ენერგიული მცდელობა არის, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. ეს არ არის მარტივი საკითხი, მთელი რიგი მიზეზების გამო. თუმცა იგი თანმიმდევრულად მიყვება ამ საკითხს. ალასკაში პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრამ, ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებლობები გააფართოვა. ორშაბათის შეხვედრა ვაშინგტონში კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ ეს პროცესი ამ მიმართულებით მიდის. ჯერჯერობით, ნაადრევია თქმა, ეს საბოლოოდ როგორ დასრულდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პროცესის აქეთკენ მსვლელობა რომ არის, ფაქტი სახეზეა. ბუნებრივია, ეს ომი ყოველთვის არ მთავრდება იმ შედეგებით, რომელიც ორივე მხარეს უნდა – ხოლმე. იქ უკვე ნათლად ითქვა, ორივე მხარეს მოუწევს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა. ეს უკრაინისთვის გარკვეულ ტერიტორიულ დათმობებს ნიშნავს. უსაფრთხოების აუცილებლობაზე ყველა თანხმდება და ვფიქრობ, რომ თუ ეს შეთანხმება საბოლოოდ შედგა, ეს იქნება უსაფრთხოების გარანტიები არამარტო უკრაინისთვის, ეს იქნება ალბათ ერთგვარად ახალი კოლექტიური უსაფრთხოების გარკვეული მოდელის ჩამოყალიბება, რომელიც ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოების ახალ ჩარჩოს ან წესებს განსაზღვრავს, რაც ვფიქრობ, ნორმალური და კარგი მოვლენა იქნება“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ არის უფრო უსაფრთხო და დაცული მომავლისკენ მიმავალი გზა, რაც ამ ისტორიული სამშვიდობო პროექტის ნაწილად ქცევას გულისხმობს. მათივე ცნობით, დღესდღეობით ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ.
ამასთან, როგორც ისინი აღნიშნავენ, ევროკავშირი მსოფლიოში ყველაზე მშვიდობიანი რეგიონია, სადაც ყოფილი მეტოქეები კეთილდღეობის მისაღწევად ერთად მუშაობენ, მისი შექმნის დღიდან კი 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მასში ომი არ ყოფილა.