ზელენსკისა და პუტინზე – საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ – ახლა ერთმანეთს ოდნავ უკეთ უგებენ, სხვა შემთხვევაში ორმხრივ შეხვედრას არ დავგეგმავდი

ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი პუტინი სწორად მოიქცევა და თუ არა, მაშინ სიტუაცია რთული იქნება, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, მონაწილეობას მიიღებს თუ არა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრაში, -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ პირველი შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის გაიმართება.
„საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ. ისინი საუკეთესო მეგობრები ნამდვილად არ არიან და კარგი ურთიერთობა არ აქვთ. პრეზიდენტ პუტინს გუშინ დავურეკე, რომელთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მნიშვნელობა მხოლოდ იმას აქვს, თუ შედეგს მივაღწევთ, სხვა შემთხვევაში ურთიერთობა არ მაინტერესებს. შვიდი ომი დავასრულე და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე მარტივი იქნებოდა, მაგრამ ყველაზე რთულად მოსაგვარებელი აღმოჩნდა. ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი პუტინი სწორად მოიქცევა და თუ არა, მაშინ სიტუაცია რთული იქნება. იმედია, ზელენსკიც იმას გააკეთებს, რაც საჭიროა. მან გარკვეული მოქნილობა უნდა გამოიჩინოს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესახებ ყველაზე მეტად იმან გააკვირვა, რომ „ახლა ისინი ერთმანეთს ოდნავ უკეთ უგებენ“.
„სხვა შემთხვევაში ორმხრივ შეხვედრას არ დავგეგმავდი. მაშინ სამმხრივ შეხვედრას მოვაწყობდი. ვერ ვიტყვი, რომ ოდესმე საუკეთესო მეგობრები იქნებიან“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია