ირაკლი კობახიძე – თორნიკე რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს, გვიხარია, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის

თორნიკე რიჟვაძეს ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს, გვიხარია, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი მ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, მას თორნიკე რიჟვაძესთან პირდაპირი კომუნიკაცია არ ჰქონია.
„არ მქონია პირდაპირი კომუნიკაცია, იქიდან გამომდინარე, რომ ტექნიკური საშუალება არ იყო. მას ტელეფონი არ აქვს, თუმცა მუდმივად ვკითხულობთ მისი ჯანმრთელობის ამბავს, გვიხარია, რომ ყველაფერი კარგი მიმართულებით მიდის. რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება წარიმართება, ყველაფრის გასაჯაროება შეიძლება, მათ შორის იმ კადრების, რაც არსებობს. შეგიძლიათ დაინტერესდეთ პროკურატურასთან, ამ კადრების გასაჯაროებას წინ ვერაფერი დაუდგება. ისეთი კადრებია, რომელიც უშუალოდ ამ შემთხვევას არ ასახავს, თუმცა შესაძლოა, საზოგადოებისთვის საინტერესო იყოს. დაინტერესდით პროკურატურასთან და გაგიზიარებენ“, – აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ მოახერხა მათივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა, პრემიერმა აღნიშნა, რომ „ანეტა, თუ ანიტა იქ ჩავიდა და თორნიკეს შეხვდა, საოცრებაა“.
„ვინ , ანიტა?! ანიტა შეხვდა? ანიტას ჭორებს ნუ დაუჯერებთ. მგონია, რომ საოცრებას ამბობთ, ანეტა, ანიტა თუ იქ ჩავიდა და თორნიკეს შეხვდა, საოცრებაა. ჩვენ მუდმივად ვკითხულობთ თორნიკეს ამბავს. ეს არის ჩვენთვის უმთავრესი. როგორც კი მოგვეცემა საშუალება, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, პირდაპირი ურთიერთობა გვქონდეს მასთან“, – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, როდესაც მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მედიის როლზე საუბრობდა, არ დაუდანაშაულებია მედია, რომ მედიამ მიიყვანა რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობამდე.
„მე, როდესაც ვსაუბრობდი მედიის როლზე, არ დამიდანაშაულებია როგორ ასეთი მედია, რომ მედიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. როდესაც საუბარია იმ ბრალდებებზე, რომელიც წერილში იყო ასახული, ეს ბრალდებები მუდმივად ისმოდა ტელევიზიიდან, მედიიდან, კონკრეტული ჟურნალისტები წერდნენ“,- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თორნიკე რიჟვაძე და მისი მამაც ღირსეული კაცია, როტაცია განხორციელდა და არ არის სწორი ტერმინით საუბარი, რომ „თორნიკეს მამა გააგდეს“ .
„ყველა ცუდი ადამიანია, ვინც თანამდებობას იცვლის?! თქვენ საუბრობდით კორუფციაზე, ბანდიტების მფარველობაზე. ეს არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა როტაციის მიზეზი. მოერიდეთ, ტერმინების საუბარს: „თორნიკეს მამა გააგდეს“ და ასე შემდეგ. არ არის სწორი. თორნიკეს მამა ღირსეული კაცი, თორნიკე ღირსეული კაცია“, – აღნიშნა პრემიერმა.