მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

თავისუფლება, ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია, ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანმდევი არ იქნება,- ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ბახმაროში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახალხო სადღესასწაულო ღონისძიებებსა და ტრადიციულ დოღს, შვილებთან ერთად დაესწრო.
ს განცხადებით, საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, რომელსაც განვითარებისა და გაძლიერების უნიკალური შანსი აქვს.
„საქართველო დღეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა. დღეს ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და როგორ დაფასდა გურულების ეს უმნიშვნელოვანესი პრინციპი, თუ რამხელა ფასი აქვს მშვიდობას. ქართველებს არასდროს გვიჭირდა, რომ დაგვეცვა ჩვენი სამშობლო, მთელი ჩვენი ისტორია არის ბრძოლის და გმირობის ისტორია, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული ქვეყანა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა გავხდეთ უფრო ძლიერები. გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი იმიტომ, რომ დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია გვიყვარდეს ერთმანეთი და ვიყოთ თავისუფლები, მაგრამ ერთი რამის უნდა გვჯეროდეს, რომ თავისუფლება, ჩვენი რწმენის, ჩვენი მიწის, მამულის, ენის, იდენტობის, კულტურის გარეშე შეუძლებელია. ფასი არ აქვს არანაირ თავისუფლებას, თუ ეს საუნჯე ყოველთვის თანმდევი არ იქნება“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ეს როგორი სიჯანსაღეა იცით?! საბჭოთა კავშირში რომ იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის, პოლიტიკა რომ კვდება

თენგიზ შარმანაშვილი არასამთავრობოების განცხადებაზე – 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე, შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და კანონი მათ არ შეეხება – „აკაცუკიზმი“ უნდა დასრულდეს