რუსეთი არასდროს არ ისწრაფოდა უბრალოდ სხვისი ტერიტორიების მიტაცებისკენ, იქნება ეს ყირიმი, დონბასი თუ ნოვოროსია, მისი მიზანია დაიცვას ის რუსები, რომლებიც, ისტორიულად, ამ მიწებზე ცხოვრობდნენ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არასდროს გვისაუბრია, რომ უბრალოდ ესა თუ ის ტერიტორია უნდა მიგვეტაცებინა. არც ყირიმი, არც დონბასი და არც ნოვოროსია, როგორც ტერიტორიები, არასდროს ყოფილა ჩვენი სამიზნე. ჩვენი მიზანი იყო დაგვეცვა ადამიანები, რუსი ხალხი, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ მიწებზე, რომლებმაც აღმოაჩინეს ეს მიწები, დაღვარეს სისხლი მათთვის როგორც ყირიმში, ასევე დონბასში, შექმნეს ქალაქები – ოდესა, ნიკოლაევი, მრავალი სხვა, პორტები, ქარხნები“, – განაცხადა რუსეთის საგარეო მინისტრმა.
