ირაკლი – ძალები, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის გაღვივებას აფინანსებდნენ, თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ და ალტერნატიული ფორმები მოიფიქრეს – ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება

მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის მოსაზრებით, საქართველოში პოლარიზაციის გასაღრმავებლად დიდი ბრიტანეთი „დიფ-სთეითს“ აქტიურად იყენებს.
„ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. თქვენ ხედავთ, რომ „დიფ-სთეითი“ განსაკუთრებულად აქტიურად იყენებს დიდი ბრიტანეთს პოლარიზაციის გაღრმავებისთვის ჩვენს ქვეყანაში, რაც უკიდურესად შემაშფოთებელია. ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში პოლარიზაციის შემცირება, პირველ რიგში, გამჭვირვალობის, ე.წ. ფარას კანონით, ასევე „გრანტების შესახებ“ კანონით. ვხედავთ, რომ პოლარიზაცია რადიკალურად არის შემცირებული იმიტომ, რომ ის ძალები, რომლებიც მანამდე გაუმჭვირვალედ აფინანსებდნენ საქართველოში პოლარიზაციის, სიძულვილის გაღვივებას, დღეს, ასე თავისუფლად ვეღარ მოქმედებენ, თუმცა ხედავთ, რომ მოიფიქრეს რაღაც ალტერნატიული ფორმები და ლიეტუვაში მიჰყავთ რადიკალი აქტივისტები პოლარიზაციის გასაღრმავებლად, მათთვის შესაბამისი ტრენინგები ტარდება. ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული ევროპული ძალები ასოცირდებიან საქართველოში სიძულვილის გაღვივების მცდელობასთან. ეს არის მართლაც შემაშფოთებელი“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა