უკრაინელებმა ოკუპირებულ ზაპოროჟიეში საწვავით დატვირთული ეშელონი გაანადგურეს. შესაბამისად რუსეთისთვის მნიშვნელოვანი სარკინიგზო გზა დიდი ხნით პარალიზებულია.
უკრაინამ ასევე იერიში მიიტანა რუსეთის ტამბოვის ოლქში მდებარე ნავთობსაქაჩ სადგურზე. დაზიანდა მთავარი ნავთობსადენი „დრუჟბა“ და მისი მუშაობა განუსაზღვრელი დროით შეწყდა.
უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ნიკოლსკოეს სადგური რუსეთის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია და უკრაინა ცდილობს შამციროს შეამცირონ რუსეთის ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალი.
წუხელ უკრაინელებმა ასევე იერიში მიიტანეს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქარხანაზე ვოლგოგრადში. დრონების შეტევას მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. ეს უკვე მესამე თავდასხმაა „ლუკოლის“ ნავთობქარხნაზე. 14 აგვისტოდან წინა დაბობმვით გამოწვეული ნგრევის გამო ნავთობქარხანამ ქარხანამ მუშაობა შეწყვიტა.

