დიმიტრი მედვედევი – ომის მოყვარულმა „მსურველთა კოალიციამ“ ტრამპის დამარცხება ვერ შეძლო – საკითხავია, რა სიმღერას შეასრულებს კიეველი კლოუნი უკან, სამშობლოში, გარანტიებისა და ტერიტორიების შესახებ, როცა კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა

საკითხავია, რა სიმღერას შეასრულებს კიეველი კლოუნი უკან სამშობლოში გარანტიებისა და ტერიტორიების შესახებ, როცა კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი თეთრ სახლში, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერების შეხვედრას.
დიმიტრი მედვედევის განცხადებით, თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტი, და ევროპელი ლიდერები -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „მადლობას უხდიდნენ და ემლიქვნელებოდნენ“.
„ანტირუსულმა ომის მოყვარულმა „მსურველთა კოალიციამ“ პრეზიდენტ ტრამპის საკუთარ მოედანზე დამარცხება ვერ შეძლო. საკითხავია, რა სიმღერას შეასრულებს კიეველი კლოუნი უკან სამშობლოში გარანტიებისა და ტერიტორიების შესახებ, როცა კვლავ მწვანე სამხედრო ფორმაში გამოეწყობა“, – წერს მედვედევი X-ზე.