გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებების წინაპირობა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს

რუსეთის პრეზიდენტი ცეცხლის შეწყვეტას უნდა დასთანხმდეს და ეს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინაპირობა იყო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
მისი თქმით, თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის, გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და სხვა ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ „ვიღაცამ უნდა იმოქმედოს და ეს პრეზიდენტი პუტინია“,- განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს მოითხოვს.
„ჩვენ და ამერიკელები ამისთვის მზად ვართ. რაც ნათელია, არის ის, რომ იარაღი საბოლოოდ უნდა გაჩუმდეს“, – განაცხადა ვადეფულმა.
მისი თქმით, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფამდე აუცილებელია პუტინის მზადყოფნა „ჭეშმარიტად არსებითი მოლაპარაკებების წარმართვისა და, უპირველეს ყოვლისა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადება“.
ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგებზე კომენტირებისას, ვადეფულმა გადამწყვეტ მიღწევად შეაფასა -ის მონაწილეობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფაში.
„ეს მათი ეფექტურობის ძირითადი წინაპირობაა“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია