ლელა ჯეჯელავა: ფსბს გუშინდელი განცხადების გატარება, რომ საქართველოს ორი საზღვარი გადაკვეთა ასაფეთქებლით დატვირთულმა მანქანამ, არ შეიძლება ასე უბრალოდ. მოდი, დავსვათ კითხვები…

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:

ფსბს გუშინდელი განცხადების გატარება, რომ საქართველოს ორი საზღვარი გადაკვეთა ასაფეთქებლით დატვირთულმა მანქანამ, არ შეიძლება ასე უბრალოდ. მოდი, დავსვათ კითხვები: რატომ უნდა აწყობდეს რუსეთს კავკასიის რეგიონში მისი ერთადერთი მოკავშირე სახელმწიფოს დადანაშაულება ს საწინააღმდეგო ქმედებაში? თითქოს არაფერში. თუ რეალურად ასეთ ფაქტს ადგილი ჰქონდა, რაშიც მე ეჭვი ღრმად მეპარება, ლოგიკით, ფსბს ეს ხმაურის გარეშე უნდა გაერკვია კოლაბორაციონისტ ხელისუფლებასთან, ჩაერთო ისინი საგამოძიებო საქმიანობაში, (უარს ეტყოდნენ, თუ რა?! ) და მეტი სარგებელი მიეღოთ ოცნების კოლაბორაციით.

აქვე მინდა შეგახსენოთ ოცნების პარტაიგენოსის მდინარაძის აღიარება, შეიძლება გაგვეპარაო. გაგვეპარა ორ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ასაფეთქებლით დატვირთული მანქანაო. 😊 წარმოიდგინეთ, რა აღიარა კოლაბორაციონისტების ლიდერმა, საზღვარი ისეთი დაუცველი გვაქვს, ნებისმიერი რამე შეიძლება შემოგვეპაროს და გაგვეპაროს, პრეზიდენტი, საერთაშორისო ტერორისტი ჩატაევი, ძებნილი ბაჩიაშვილი, ასაფეთქებლით სავსე მანქანაო.

რას ემსაახურება ასეთი აღიარებები? ის, რომ საქართველო დადასტურებულად ყველაზე მოწყვლადი ქვეყანაა კავკასიაში, საიდანაც ნებისმიერი პროვოკაციის მოწყობაა შესაძლებელი რეგიონში, რომელსაც რუსეთი კარგავს. ასევე ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც არ ჰყავს ძლიერი მეგობრები, პარტნიორები და მოკავშირეები, რომელსაც რუსეთის მხრიდან დაგეგმილი პროვოკაციის შემთხვევაში ვინმე გამოესარჩლება და დაიცავს. თუ ვინმე თვლის, რომ ოცნების ხელუსუფლების კეთილგანწყობის გამო რუსეთი გაუფრთხილდება საქაეთველოს და არ უმსხვერპლებს თავის მიზნებს კავკასიაში გავლენების შესანარჩუნებლად, საერთოდ არ აქვს წარმოდგენა დღევანდელ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.

ძალიან ვრცლად გამომივიდა, მაგრამ კრიტიკული მედია ბოლომდე უნდა ჩაყვეს ამ თემას, ჩაატაროს გამოძიება, დაუსვას კითხვები ე.წ. ხელისუფლებას. უნდა იგრძნოს კოლაბირაციონისტმა ოცნებამაც და მისმა მოკავშირე რუსეთმაც, რომ ყველაფერს ვერ გადაგვაყლაპებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, როგორი ქაოსია გარშემო და რამხელა ფასი აქვს მშვიდობას – გჯეროდეთ ჩვენი სახელმწიფოსი, რადგან დღეს მართლაც უნიკალური შანსი აქვს ჩვენს ქვეყანას გაძლიერდეს და განვითარდეს

ირაკლი კობახიძე „ლელო“-გახარიას კანდიდატზე – თბილისში ჩვენი ამოცანა მერის შემთხვევაში პირველივე ტურში არჩევნების მოგებაა, საკრებულოში კი მინიმუმ, 38 მანდატის მიღება – გუშინდელმა დღემ დაადასტურა, რომ ამ მიზანთან ახლოს ვართ