მარკ რუტე – უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ

უკრაინისთვის ნატო-ს მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს განვიხილავთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„სიტუაცია შემდეგია – და რამდენიმე სხვა ქვეყანა აცხადებს, რომ ისინი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგ არიან. ნატო-ს ოფიციალური პოზიცია კი ის არის, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების გზა შეუქცევადია. მაგრამ ის, რაზეც ჩვენ აქ ვსაუბრობთ, ნატო-ში გაწევრიანება არ არის. ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინისთვის მე-5 მუხლის მსგავს უსაფრთხოების გარანტიებზე და ის, თუ ზუსტად რას გულისხმობს ეს, ამას ახლა უფრო კონკრეტულად განვიხილავთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
მისი თქმით, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტსა და ევროპელ ლიდერებს შორის გამართული შეხვედრა „ძალიან წარმატებული“ იყო.
აშშ-ის პრეზიდენტისა და ს სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ შეკითხვაზე მარკ რუტემ უპასუხა, რომ დონალდ ტრამპმა ს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან, სთან შეხვედრაზე დაითანხმა.
„პრეზიდენტ ტრამპის გარეშე პუტინთან ამ ჩიხიდან გამოსვლა არ მოხდებოდა. ის ერთადერთია, ვინც ამის გაკეთება შეძლო. ის ზეწოლას ახდენს, მაგრამ ამავდროულად ამის მოსაგვარებლად შესაბამის გზებს ეძებს“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პუტინის პრობლემა არაა იმდენად საკუთარი მოსახლეობა, რამდენადაც საკუთარი ჯარი. მილიონამდე მკვლელი, რომელიც უკან დაუბრუნდება “დედა რუსეთს”. ავღანეთის და ჩეჩნეთის ვეტერანები ძლივს გადახარშეს და ახლა უკრაინის ვეტერანები უნდათ?!