ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბარში განიხილა ზელენსკისთან პირისპირ შეხვედრის საკითხი

უკრაინის პრეზიდენტთან თან და ევროპელ ლიდერებთან ვაშინგტონში, 18 აგვისტოს გამართული შეხვედრის შემდეგ, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს დაურეკა და ტელეფონით ესაუბრა.
ტრამპის თანახმად, განიხილეს ზელენსკისა და პუტინს შორის პირისპირ შეხვედრის ორგანიზების საკითხი. ტრამპის სიტყვებით, ამ შეხვედრის შემდეგ უნდა შედგეს სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, უკრაინისა და აშშ- ის პრეზიდენტების მონაწილეობით.
საგარეო პოლიტიკის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის, დაახლოებით, 40-წუთიანი სატელეფონო საუბარი შედგა. უშაკოვის თქმით, მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს რუსეთსა და ს შორის მოლაპარაკებებზე მხარეთა წარმომადგენლობის დონის ამაღლების შესაძლებლობა. პრეზიდენტებს შორის შეხვედრის საკითხი მას არ უხსენებია. დელეგაციებს, ამჟამად, ხელმძღვანელობენ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელი და პუტინის თანაშემწე.
ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, როგორც რუსეთთან ომის დასრულების გეგმის ნაწილი. ტრამპის თქმით, გარანტიებს ევროპული ქვეყნები უზრუნველყოფენ შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით.
გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპს იმედი აქვს, აგვისტოს ბოლომდე რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის შეხვედრის მოაწყობას შეძლებს. ზელენსკისთანაც და ევროპელ ლიდერებთან მოლაპარაკებების დროს ტრამპმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ არის სამშვიდობო მოლაპარაკებებისა და საბოლოო შეთანხმების მიღწევის პირობა.
ორშაბათს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ს „ნათელი სიგნალი“ შეერთებული შტატების მზადყოფნის შესახებ, იყოს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებს შორის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, ევროპული ქვეყნები განიხილავენ 90 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული იარაღის შეძენას შემდგომში უკრაინის არმიისთვის გადაცემის მიზნით.
ვაშინგტონში 18 აგვისტოს დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებები.
შეხვედრებზე განიხილეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხი და პუტინსა და ზელენსკის შორის პირადი შეხვედრის სხვადასხვა ფორმატი.
ვაშინგტონში გამართულ შეხვედრას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის 15 აგვისტოს ალასკაში გამართული შეხვედრა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ