ურსულა ფონ დერ ლაიენი – რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვი ოჯახებს უნდა დაუბრუნდეს

რუსეთის მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვი ოჯახებს უნდა დაუბრუნდეს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„ამ ომის ადამიანური ფასი უნდა დასრულდეს. ეს კი ნიშნავს, რომ ს მიერ გატაცებული ყველა უკრაინელი ბავშვი უნდა დაუბრუნდეს თავის ოჯახებს. მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტს მკაფიო ვალდებულებისთვის, უზრუნველყოს ამ ბავშვების საყვარელ ადამიანებთან გაერთიანება“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტი.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენთან მსოფლიო მასშტაბის პრობლემაზე, დაკარგული ბავშვების პრობლემაზე ისაუბრა.
„ევროკომისიის გამორჩეულ და უდიდესად პატივცემულ პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვისაუბრე დაკარგული ბავშვების მსოფლიო მასშტაბის პრობლემაზე. ეს ასევე დიდი თემაა ჩემი მეუღლის, მელანიისთვის. ეს თემა ყველა სიის სათავეშია და მსოფლიო ერთად იმუშავებს მის გადასაჭრელად, იმედია, ისინი თავიანთ ოჯახებთან დაბრუნდებიან!“- დაწერა ტრამპმა.