“ვალენსია” თასის მერვედფინალში გაჭირვებით გავიდა

ესპანეთის თასის 1/16-ფინალში „ვალენსიამ“ გასვლაზე სეგუნდა დივიზიონის აუტსაიდერი „კარტახენა“ დამატებით დროში 2:1 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.
აღსანიშნავია, რომ 45+1-ე წუთზე მცველის ივან კალეროს გაძევების გამო მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, როდესაც იგებდნენ (1:0).
„ღამურების“ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ მეკარე გიორგი მამარდაშვილი დაასვენა და ტრადიციულად თასზე ხაუმე დომენეკი ათამაშა.
„ვალენსია“ შემდეგ მატჩს 14 იანვარს ჩემპიონატზე სტუმრად „კადისთან“ ჩაატარებს.
კარტახენა – ვალენსია 1:2 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 1:0 ორტუნო (4), 1:1 კანოსი (73), 1:2 გაია (106)
გაძევება: კალერო (45+1, კარტახენა)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში