იორდანიის მეფემ მოუწოდა ბლინკენს, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს. ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 22 835-მდე გაიზარდა

პალესტინის ჯანმრთელობის დაცვის უწყების ოფიციალურ პირთა განცხადებით, -ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ ჰამასსა და ისრაელს შორის ომის დაწყების შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რიცხვი 22 835-მდე გაიზარდა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, რეგიონში ჩავიდა დიპლომატიური მცდელობისთვის, არ გავრცელდეს ომი სხვა ქვეყნებზე და წითელ ზღვაში საზღვაო გზებზე, სადაც ირანის მოკავშირე, იემენის ჰუტის მიმდევრებმა დაიფიცეს, რომ გააგრძელებენ თავდასხმებს იქამდე, სანამ არ შეწყვეტს თავის კამპანიას ღაზის სექტორში.
“ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ თავიდან ავიცილოთ ამ კონფლიქტის გავრცელება“ – განაცხადა ბლინკენმა, რომელიც 7 იანვარს იორში იყო და დაგეგმილი ჰქონდა ჩასვლა ასევე ისრაელში, პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, კატარში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში და ეგვიპტეში – თავისი მეოთხე ვიზიტის ფარგლებში ამ რეგიონში.
იორდანიაში სტუმრობისას, მეფემ, აბდულამ, ბლინკენს მოუწოდა, გამოიყენოს ვაშინგტონის გავლენა ისრაელზე, რათა მან დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ნათქვამია სასახლის განცხადებაში, რომელიც მას ისრაელის მიმდინარე სამხედრო კამპანიის “კატასტროფული შედეგების” შესახებ აფრთხილებს.
ბლინკენმა განაცხადა, რომ ისრაელში ვიზიტისას ის ისრაელის მოხელეებს ეტყვის, რომ მათ მეტი უნდა გააკეთონ ღაზაში სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. დოჰაში, კატარში, სადაც ბლინკენი 7 იანვარს ჩავიდა, მან განაცხადა, რომ პალესტინის მშვიდობიან მოქალაქეებს უნდა მიეცეთ ნება, დაბრუნდნენ შინ და ისინი არ უნდა იქნენ იძულებული, დატოვონ ღაზა.
პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერ-მინისტრ, შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანისთან ერთად, ბლინკენმა გამოაცხადა, რომ გაეროს შეუძლია ითამაშოს როლი იმაში, თუ რა უნდა გაკეთდეს, რათა დევნილმა პალესტინელებმა შინ დაბრუნება შეძლონ. პრესკონფერენციაზე კატარის პრემიერმა განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერის მოკვლამ ისრაელის მიერ ბეირუთში გასულ კვირაში, ზეგავლენა იქონია კატარის შესაძლებლობაზე შუამავლობა გასწიოს პალესტინელთა დაჯგუფებასა და ისრაელსა შორის. თუმცა, დოჰა გააგრძელებს თავის მცდელობებს, თქვა მან.
8 იანვარს ბლინკენი გააგრძელებს თავის მოგზაურობას რეგიონში.
ისრაელის ოფიციალური პირების თანახმად, 7 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის იერიშის შედეგად, დაახლოებით 1200 ადამიანი დაიღუპა და 240 მძევლად იქნა აყვანილი. 100-ზე მეტი მძევალი კვლავ ჰამასის ხელშია. როგორც პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირები იტყობინებიან 7 იანვარს, ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორზე აქამდე 22 835 პალესტინელი ემსხვერპლა. დაახლოებით 113 პალესტინელი დაიღუპა და 250 დაიჭრა ღაზაზე ისრაელის ცალკეული თავდასხმების დროს, გასული 24 საათის განმავლობაში, განაცხადა ღაზის ჯანდაცვის მინისტრის წარმომადგენელმა, აშრაფ ალ-ქიდრამ.
7 იანვარს, ისრაელის საჰაერო თავდასხმას მანქანაზე, რაფაჰის მახლობლად, ღაზის სამხრეთში, ორი პალესტინელი ჟურნალისტი შეიწირა, რომლებიც ვითარებას აშუქებდნენ, იტყობინებიან ჯანდაცვის ოფიციალური პირები და ჟურნალისტთა კავშირი.
საომარი მოქმედებების გამო, ღაზის სექტორის 2.3 მილიონიანი მოსახლეობის დიდი ნაწილს გადაადგილება მოუწია, ბევრი სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ნანგრევებად იქცა საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე უკმარისობის ფონზე.