დონალდ ტრამპი – დავურეკე პუტინს და დავიწყე პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება

-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან დაიწყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება.
ტრამპმა დღეს საღამოს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან ეს საკითხი პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს განიხილა.
„[თეთრ სახლში] შეხვედრების დასრულების შემდეგ, მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრის ორგანიზება, ადგილი განსასაზღვრია.
ამ შეხვედრის შემდეგ, ჩვენ გვექნება სამმხრივი შეხვედრა, რომელშიც ორივე პრეზიდენტი და მე ვიქნებით. კიდევ ერთხელ, ეს იყო ძალიან კარგი, გადადგმული ნაბიჯი ომისთვის, რომელიც თითქმის ოთხი წელია მიმდინარეობს“, – დაწერა ტრამპმა.
ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ როდის გაიმართება შეხვედრები.
მან თქვა, რომ მისი დღევანდელი შეხვედრები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს ეხებოდა, რომლებსაც „სხვადასხვა ევროპული ქვეყანა უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით“.
ამასთან ტრამპი აღნიშნავს, რომ ყველა კმაყოფილია.
„ყველა ძალიან კმაყოფილია რუსეთ-უკრაინის მშვიდობის შესაძლებლობით“, – დაწერა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება