გახარიას პარტიამ და “ლელო – ძლიერი საქართველომ” თბილისის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინა

ორმა ოპოზიციურმა პარტიამ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ირაკლი კუპრაძე წარადგინა. არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს ოპოზიციური პარტიების ნაწილი.
იგი კანდიდატად 18 აგვისტოს საზეიმოდ წარადგინეს ორივე პარტიის წარმომადგენლებმა.
ირაკლი კუპრაძემ თავის მხრივ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრი გიორგი შარაშიძე დაასახელა, ხოლო თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატებად- “ლელო-ძლიერი საქართველოს” წევრი და გახარიას პარტიის წევრი ტატა ხვედელიანი.
“ჩვენ ვემზადებით ბრძოლისთვის, უნდა გამოვგლიჯოთ თბილისი”, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის – მასში არ მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი, რომლებიც არალეგიტიმურად მიიჩნევენ მთავრობას და ითხოვენ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს.