სალომე სიმონია: ქვეყნის მასშტაბით, 352 სკოლასა და ბაღში ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს სვამდნენ თურმე ბავშვები. ეს ინფორმაცია…

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ქვეყნის მასშტაბით, 352 სკოლასა და ბაღში ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს სვამდნენ თურმე ბავშვები. რამდენი ათასი ბავშვი სვამდა საშიშ და უბინძურეს წყალს თავად გამოთვალეთ.
ეს ინფორმაცია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021-2024 წლებში ჩატარებული წყლის მონიტორინგის ოფიციალურ მონაცემებს ეფუძნება.
ყველგან გამოსწორდა თუ არა, არავინ იცის.
📍იმაზე არაფერს ვამბობ, 2023 წლის კვლევით, ქვეყანაში ბავშვების 37,8%-ს სრულფასოვანი საკვები, ტანსაცმელი, წიგნები და სათამაშოები რომ არ აქვთ.
📍საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში 12 576-მა ადამიანმა წერა-კითხვა რომ არ იცის და 105 ათასამდე ადამიანს დაწყებითი განათლებაც არ აქვს მიღებული.
ამ დროს, განათლების სამინისტრო, თურმე 700 000 ლარის დახარჯვას აპირებს საიმიჯო კლიპისთვის. ალბათ საპირისპიროში უნდა დაგვარწმუნონ – თქვენი შვილები ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს არ სვამენო. ვიღაცები ალბათ დაიჯერებენ კიდეც და “მშვიდად” განაგრძობენ ცხოვრებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმდა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, თუმცა არ იცის, ექნება თუ არა პუტინს გამბედაობა შეხვედრას დაესწროს