თეთრი სახლის მიმდებარედ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თეთრი სახლის მიმდებარედ უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
„როიტერი“ ფოტოებს ავრცელებს და წერს, რომ უკრაინის მხარდამჭერები თეთრი სახლისკენ მიმავალი გზის ნაწილზე დგანან და უკრაინისა და ამერიკის დროშებს აფრიალებენ.
ევროპელმა ლიდერებმა თეთრ სახლში ცოტა ხნის წინ დაიწყეს შეკრება.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება.
ევროპელ ლიდერებს კი აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტური ფილმი სათაურით: „კრიპტო-ომი: როგორ გვებრძვის პუტინი ბიტკოინებით“. ფილმის ერთი ნაწილი საქართველოსაც ეხება