გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში გარკვეული სერვისები შეფერხებულია

გაცნობებთ, რომ გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა; ასევე, სანოტარო ბიუროებში შეფერხებულია სანოტარო სერვისების გაცემა – ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.
„ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.
სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ „Facebook“ გვერდზე.
ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.