უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინას უნგრეთისკენ გამავალ რუსულ ნავთობსადენზე თავდასხმაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს აღმაშფოთებელი და მიუღებელია.
„უკრაინა კიდევ ერთხელ დაესხა თავს უნგრეთისკენ მიმავალ ნავთობსადენს, რამაც მიწოდების შეწყვიტა გამოიწვია. ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული ეს დარტყმა აღმაშფოთებელი და მიუღებელია!“- აცხადებს სიიარტო.
მისი თქმით, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ პაველ სოროკინმა აცნობა, რომ ექსპერტები მუშაობენ მილსადენის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ტრანსფორმატორის სადგურის აღდგენაზე, მაგრამ ამ ეტაპზე მათ არ შეუძლიათ თქვან, როდის განახლდება მიწოდება.
„სამწელიწადნახევრის განმავლობაში ბრიუსელი და კიევი ცდილობენ უნგრეთის უკრაინაში ომში ჩათრევას. ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ უკრაინის მხრიდან არაერთი თავდასხმა ამავე მიზანს ემსახურება. მინდა ნათლად განვაცხადო: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო და სანამ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, უნგრეთი არ ჩაერევა და ბოლოს, შეხსენება უკრაინელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის: უნგრეთიდან მოწოდებული ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ქვეყნის ენერგომომარაგებაში“, – აღნიშნა სიიარტომ.
