საბა გოგლიჩიძე “ემპოლის” ფეხბურთელი გახდა – იტალიური მედია

იტალიური გამოცემები იტყობინებიან, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე “ემპოლის” ფეხბურთელი გახდა.
“ემპოლიმ” გოგლიჩიძეს 3+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმა, გუნდს მალე შეუერთდება, თუმცა შეიძლება თამაში გაზაფხულიდან დაიწყოს, რათა ადაპტაცია უკეთ მოახერხოს. კლუბს ჯერ ტრანსფერი არ დაუდასტურებია.
აღნიშნულია, რომ თანამემამულეს რეკომენდაცია “ემპოლის” ყოფილმა თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ გაუწია.
“ემპოლი” დღეს საკუთარ მოედანზე “მილანთან” 0:3 დამარცხდა, 19 ტურის შემდეგ 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა და 13 იანვარს სტუმრად “ვერონას” შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში