ექსპერტიზის თანახმად, გოშაძისა და მიმინოშვილის წინააღმდეგ ვიდეოები დამონტაჟებულია

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის 8 პატიმრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა უნდა მომხდარიყო, კერძოდ, სასამართლო პროცესზე ადვოკატ გუჯა ავსაჯანიშვილის მიერ მოყვანილ მოწმეებს ჩვენება უნდა მიეცათ, თუმცა ბრალდების მხარემ აღნიშნული მოწმეების მიერ მიცემული ჩვენებების უდავოდ ცნობა მოითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვიდეოები, რომელიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს, დამონტაჟებულია. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელი პროცესიდან გახდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
მათი ცნობით, პროცესზე ადვოკატი ნინო ლომინაძე მოითხოვს საქმეს დაერთოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო ამ ექსპერტიზის ჩამტარებლები დაიკითხონ.
“ნინო ლომინაძემ ექსპერტიზა დანიშნა იმ ვიდეოებზე, რომლებიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს.
ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეოები დამონტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.
პროკურატურამ უდავოდ გახადა ამ ექსპერტიზის შედეგის შინაარსი, ეს ნიშნავს, რომ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის შინაარს.
ადვოკატი, წინააღმდეგი არაა, რომ მისი ჩატარებული ექსპერტიზა საქმეში მოხვდეს, როგორც “უდავო”, – წერს ,,რადიოთავისუფლება” პროცესიდან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო