ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, დაპირისპირებით და პროვოკაციებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით

ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას რევოლუციური გზებით, დაპირისპირებით და პროვოკაციებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით
მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას არადემოკრატიული, რევოლუციური გზებით — ქუჩაში, დაპირისპირებით და პროვოკაციებით, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე, რომელიც ეხმიანება ოქტომბრის სთვის ლიეტუვაში, ქართველი აქტივისტების გადამზადებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.
მისი განცხადებით, ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით. “მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტია, ბოლო პერიოდში ვხედავთ, როგორ ცდილობენ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეცვლას არადემოკრატიული, რევოლუციური გზებით — ქუჩაში, დაპირისპირებით და პროვოკაციებით. როგორც „პრაიმტაიმი“ იუწყება, ლიეტუვაში მიმდინარეობს ქართველი აქტივისტების გადამზადება, რათა არჩევნების შემდეგ პროცესების ქუჩაში გადატანა მოხდეს.
ლიეტუვაში გამართული ტრენინგები არის სცენარის ნაწილი, სადაც პოლიტიკური ბრძოლა ხდება არა საარჩევნო ყუთთან, არამედ ქუჩაში, გარედან გაცემული ინსტრუქციების მიხედვით. მაგალითად, წარსულში მსგავსი მისია აკერმანს და ქართველ ევროკრერინებს ეკისრათ, აკერმანი ატარებდა მსგავს ტრენინგებს, რომლებიც ადგილობრივ აქტივისტებს აძლევდნენ ინსტრუქციებს, როგორ მოეგვარებინათ პოლიტიკური, “კრიზისი” ქუჩის გზით. დღეს ახალი ლიდერი გამოჩნდა, რომელიც საქართველოში არც ჩამოდის — პირიქით, შენ უნდა წახვიდე, ეახლო ბატონებს, უცხოელისგან მიიღო ქვეყნის დანგრევის გეგმა და ამით ბედნიერი, სამშობლოში, უსამშობლო დაბრუნდე… ასეთი პოლიტიკა არა მხოლოდ აზიანებს ქვეყნის იმიჯს, არამედ საფრთხეს უქმნის ქვეყნის განვითარებას, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ ხელისუფლების შეცვლა ხდება არჩევნებით — არა ქუჩით და არეულობით.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას ხელს უწყობენ ძლიერი და პროფესიონალური ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც დღეს მზად არიან არ დაუშვან არეულობა და დაიცვან საქართველო. საკმაოდ სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს, რომ ქვეყანა არა გარედან, უცხოელების მიერ დაწერილი სცენარით, არამედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად იმართება.” – წერს დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
Previous: როდესაც ს ომი დასასრულისკენ მიდის, დიდი ბრიტანეთი ამზადებს სპეცოპერაციების მონაწილეებს, რომლებმაც ხაბეს მეთაურობით 4 ოქტომბერს უნდა დაამხონ დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა