რატომ დაესწრო კონტე “ნაპოლის” მატჩს?

სერია A- ს მე-19 ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ტორინოსთან“ 0:3 დამარცხდა. ამ მატჩს დროებით უმუშევარი მწვრთნელი ანტონიო კონტე დაესწრო, რამაც იტალიური მედიის ყურადღება მიიპყრო.
Calciomercato წერს, რომ კონტეს “ნაპოლის” პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე დღის წინ ისევ ესაუბრა, უნდოდა გუნდი უშუალოდ ენახა და სიტუაცია შეეფასებინა. თუმცა, ის ვალტერ მაცარის შეცვლას არ ჩქარობს, ვითარებას აფასებს, რამეთუ შეიძლება “მილანს” ან “რომას” ჩაუდგეს სათავეში.
დაახლოებით იგივეს აღნიშნავს “ტუტოსპორტი”, რომელიც კითხვას სვამს, თუ რა უნდოდა განსაკუთრებულ სტუმარს ტურინის სტადიონზე.