რუსეთში საპროტესტო აქციები გამართეს უკრაინაში მებრძოლების ცოლებმა და ახლობლებმა

უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცების ცოლებმა, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მოსკოვში 6 იანვარს, შობის წინა დღეს მცირე მასშტაბის საპროტესტო აქციები გამართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და თავდაცვის სამინისტროსთან. ფოტომასალაში, რომელსაც აქტივისტური ორგანიზაციები “გზა სახლისკენ” და “Сота” ავრცელებენ ტელეგრამის არხებში, ჩანან ქალები, რომლებიც თითოდ ან მცირე ჯგუფებად მიდიან ადმინისტრაციულ შენობებთან და უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან და საპროტესტო ბანერებით, რომლებიც უჭირავთ, ითხოვენ ომში გაწვეული ჯარისკაცების სახლებში დაბრუნებას. საპროტესტო ტექსტები აქვს იმ ყვავილების ლენტებსაც, რომლებიც მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავზე დატოვეს.
როგორც თითოკაციანი პიკეტების მონაწილეები ამბობენ, საპროტესტო გამოსვლებმა დაკავებების გარეშე ჩაიარა, რაც იშვიათი მოვლენაა ანტისაომარი გამოსვლებისას.
ორგანიზაცია “გზა სახლისკენ” ტელეგრამზე წერს, რომ ამ თითოკაციან პიკეტებში ჯამში 13 რეგიონის მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეებმა. მსგავსი გამოსვლები კვლავ იგეგმება მომდევნო შაბათს, დღის 12 საათზე, ადმინისტრაციულ შენობებთან და ომში დაღუპულების მემორიალებთან.
ს სამხედრო უწყებამ, ში გაჩაღებული ფართომასშტაბიანი ომიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, 2023 წლის მიწურულს, პირველად გაასაჯაროვა არმიაში კონტრაქტით მომსახურე („კონტრატნიკი“) პირადი შემადგენლობის რაოდენობა, რომელიც 640 ათასზე მეტია. რუსეთის სამხედროების დანაკარგი უკრაინაში 2023 წელს ერთ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე 2022 წელს. დაღუპულთა რიცხვმა 80 ათასს მიაღწია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ