“ბოდიში, მაგრამ ეს ადამიანი არაადეკვატურია” – ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი “ნაპოლისა” და “ტორინოს” მატჩს გამოეხმაურა

“ნაპოლი” “ტორინოს” ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი პაოლო ბარგიჯა გამოეხმაურა.
“ბოდიში, მაგრამ მაცარი არაადექვატურია. თუმცა ამ ყველაფერში დამნაშავე დე ლაურენტისია, რადგან შუა სეზონში “ნაპოლის” მწვრთნელობა ანდო. იმედია დე ლაურენტისი ახლა ხვდება, თუ რამხელა სამუშაო გასწიეს ლუჩანო სპალეტიმ და კრისტიანო ჯუნტოლიმ”, – წერს ბარგიჯა.
„ნაპოლი“ 28 ქულით მეცხრე ადგილზეა და 13 იანვარს „სალერნიტანას“ უმასპინძლებს. „ტორინო“ კი 27 ქულით მეათე პოზიციაზეა და მომდევნო შეხვედრას იმავე დღეს გასვლაზე „ჯენოასთან“ ჩაატარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში