ბაკურიანში „ჯინო ჰოლდინგი“ სასტუმროს მშენებლობის დაწყებას 2026 წლის გაზაფხულიდან გეგმავს – ამის შესახებ ჰოლდინგის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა ნოდარ გიორგაძემ BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
სამქე ის არის, რომ „ჯინო ჰოლდინგის“ მიერ 2016 წლიდან დაგეგმილი ბაკურიანში სასტუმროს და აკვაპარკის პროექტის შესახებ BM.GE-ის ინფორმაცია კომპანიის დამფუძნებელთან არაერთხელ განუახლებია. თუმცა 2024 წელს სასტუმროს და აკვაპარკის პროექტი შეიცვალა და სამთო კურორტზე „ჯინო ჰოლდინგი“ ბუტიკურ ტიპის სასტუმროს ააშენებს, რომლის მთავარი უპირატესობა გეოთერმული აუზები იქნება.
„ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტის თქმით, პროექტი გაჭიანურდა, თუმცა დღეისთვის კომპანიას პროექტის შესრულებაზე მთავრობა უკვე აქვს.
„ეს იყოს გაჭიანურებული თემა. სასტუმრო პროექტზე თანხმობა უკვე მიღებული გვაქვს და ბაკურიანში 40-ნომრიანი სასტუმრო აშენდება. გაიზრდება თანამშრომელთა რაოდენობა. ახლა სამშენებლო კომპანიის შერჩევის დაწყების ეტაპზე ვართ. ჩვენთან სლოვაკური EXIM ბანკის წარმომადგენლები იყვნენ ჩამოსულები და მათ რაბათის, მცხეთის სასტუმროები და ასევე ბაკურიანში ჩვენი სასტუმროს ტერიტორია ნახეს და აღფრთოვანებულები დარჩნენ, რადგან სასტუმროში სპა სივრცე თერმულ წყლებზე იქნება.
პროექტის განხორციელება ალბათ გაზაფხულიდან დაიწყება. დაახლოებით 3.5-4 მლნ ევროს ინვესტიცია ჩაიდება“, – განაცხადა ნოდარ გიორგაძემ.
