Reuters – ვლადიმერ პუტინის მიერ ალასკის სამიტზე წარდგენილი მოთხოვნები ტერიტორიებს, სანქციებსა და უკრაინაში რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს ეხება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მიერ ალასკის სამიტზე განხილული სამშვიდობო წინადადების თანახმად, დათმობს ოკუპირებული უკრაინის მცირე ნაწილს, ხოლო – აღმოსავლეთის ტერიტორიებს, რომელთა დაკავებაც მოსკოვს არ შეუძლია, – ინფორმაციას Reuters-ი მოსკოვის გეგმების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნები ტერიტორიებს, სანქციებსა და უკრაინაში რუსული ენის ოფიციალურ სტატუსს ეხება.
პუტინის ძირითადი მოთხოვნების თანახმად, უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს; სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს; მოსკოვი კიევს ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს; უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღებს.
ამასთან, პუტინი ითხოვს ყირიმის „სუვერენიტეტის“ ოფიციალურ აღიარებას, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის მოხსნას, უკრაინაში რუსული ენისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას.