თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკომ Smartmatic-თან $2.3 მილიონის კონტრაქტი გააფორმა (bm.ge)

2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის სთვის კომპანია Smartmatic-ისგან 2.3 მილიონი დოლარის პროგრამული უზრუნველყოფისა და სიების ჩატვირთვის მომსახურებას შეიძენს. ეს იგივე კომპანიაა, რომლის აპარატურითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
აღნიშნული კონტრაქტის თანახმად, კომპანია ცესკო Smartmatic-ს შემდეგ მომსახურებებში გადაუხდის თანხას:
· სიების ჩატვირთვა – 295,348 დოლარი;
· ბიულეტენების მომზადება – 369,110 დოლარი;
· შედეგების გადაცემა – 327,845 დოლარი;
· პროექტის მენეჯმენტის მომსახურება, ექსპერტების სერვისები მათ შორის არჩევნების დღეს, რეპორტინგი, საწყობის მუშაობის მხარდაჭერა – 1,269,806 დოლარი.
ცესკომ Smartmatic-თან თვითმმართველობის არჩევნებისთვის დამატებითი აპარატურა შეიძინა 2025 წლის აპრილში გაფორმებული $2.9-მილიონიანი კონტრაქტითაც რაც ხმის დამთვლელ 450 ახალ აპარატს და 450 საარჩევნო ყუთს და სხვადასხვა სახარჯ მასალას მოიცავდა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ცესკომ Smartmatic-ს აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვისთვის 54.2 მილიონი ლარი გადაუხადა.
bm.ge