კაია კალასი აცხადებს, რომ ტრამპის „გადაწყვეტილება“ უკრაინის ომისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა 16 აგვისტოს განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთს არ აქვს განზრახვა, „უახლოეს დროში დაასრულოს ომი უკრაინაში, თუმცა აშშ-ის აქვს ძალა, რუსეთი აიძულოს, დათანხმდეს სერიოზულ მოლაპარაკებას”.
Reuters- მოჰყავს კალასის სიტყვები: „პრეზიდენტ (დონალდ) ტრამპის გადაწყვეტილება, მიაღწიოს სამშვიდობო შეთანხმებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია… პუტინი აგრძელებს მოლაპარაკებების გაჭიანურებას და იმედოვნებს, რომ ეს გაუვა. მან ანკორიჯი ყოველგვარი ვალდებულების აღების გარეშე დატოვა“, – ნათქვამია კალასის განცხადებაში.
„აშშ-ს აქვს ძალაუფლება, აიძულოს რუსეთი სერიოზულად მოლაპარაკებაზე. ევროკავშირი იმუშავებს უკრაინასთან და აშშ-თან“, – დასძენს ესტონელი პოლიტიკოსი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე