აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის ღამეს, უკრაინაზე 85 რუსული დრონითა და „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა განხორციელდა, იტყობინება უკრაინის საჰაერო ძალები.
არსებული ცნობით, 61 დრონი განადგურდა. არმიის ინფორმაციით, თავდასხმა სუმის, დონეცკის, ჩერნიგოვისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების ფრონტის ხაზზე განხორციელდა.
„12 ადგილას დაფიქსირდა რაკეტით, ხოლო 24 წერტილში დრონებით დარტყმა”, – ნათქვამია ანგარიშში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ექვს რეგიონსა და აზოვის ზღვის არეალში 29 უკრაინული დრონი გადაიტაცეს. დრონების უმეტესობა როსტოვის ოლქში (10), სტავროპოლის მხარეში (9) და კურსკის ოლქში ჩამოაგდეს.
