ანდრეი სიბიგა – პუტინმა ომის გაჭიანურების შედეგები უნდა გაიგოს – მის სიტყვას ფასი არ აქვს, ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა ომის დასრულება

პუტინმა ომის გაჭიანურების შედეგები უნდა გაიგოს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„წარსულში მან არაერთხელ მოიტყუა და მის სიტყვას ფასი არ აქვს. ახლა მხოლოდ მის ქმედებებს შეუძლია აჩვენოს, ნამდვილად სურს თუ არა, ტერორისა და ომის დასრულება“, – წერს ანდრეი სიბიგა.
მისი თქმით, „მშვიდობა ძალის მეშვეობით უკრაინის პრიორიტეტად რჩება“.
„მოსკოვზე ზეწოლა და უკრაინის შესაძლებლობების გაძლიერება მშვიდობის პროცესში წინსვლისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტებია. სამშვიდობო ძალისხმევის ერთგული რჩება. ჩვენ ომის დასასრულებლად, ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად და ჩვენი ხალხის გასათავისუფლებლად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ“, – აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.