ავთანდილ წულაძე – ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე

ალიასკაში, ტრამპსა და პუტინს შორის გამართული შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“, პოლიტიკის ანალიტიკოსს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.
– ბატონო ავთანდილ, ალიასკაზე, ქალაქ ანკორიჯაში 15 აგვისტოსათვის დაგეგმილი ტრამპ-პუტინის შეხვედრა დასრულებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრის სავარაუდო შედეგებზე დიამეტრალურად განსხვევებული პროგნოზები კეთდებოდა, იმ განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, რომლებიც შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა, გააკეთეს, შედეგებზე საუბარი უკვე შესაძლებელია.
ამ თემაზე უამრავი კომენტარი მოვისმინეთ, ალბათ კიდევ მეტს მოვისმენთ, მაგრამ, მოდით საუბარი იმით დავიწყოთ თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა ალიასკის ქალაქ ანკორიჯში ტრამპსა და პუტინს შორის გამართულმა შეხვედრამ და იმ განცხადებებმა, რომელიც მათ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთეს, რომელიც უფრო პუტინის ბენეფისს უფრო ჰგავდა?
– ჩემი აზრით, ანკორიჯში გამართულ შეხვედრას სხვადასხვა კუთხით უნდა შევხედოთ. შეიძლება ითქვას, რომ ამ შეხვედრის შედეგები უკრაინისთვის ტაქტიკური გამარჯვება იყო იმიტომ რომ, ძალიან დიდი ალბათობა იყო იმასა რომ ტრამპსა და პუტინს შორის მოხდებოდა გარიგება უკრაინის ტერიტორიების გაცვლასთან და დათმობებთან დაკავშირებით.
ამ თვალსაზრისით ეს შეხვედრა უშედეგო აღმოჩნდა, უკრაინისთვის აშკარად დადებითი მომენტია ის, რომ ალიასკაზე გამართულ შეხვედრაზე ტრამპს პირდაპირ არ უთქვამს, რომ ვალდებულია ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.
უკრაინისთვის აშკარად დადებითი მომენტია ის, რომ ალიასკაზე გამართულ შეხვედრაზე ტრამპს პირდაპირ არ უთქვამს, რომ უკრაინა ვალდებულია ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს
რაც შეეხება პუტინის პოზიციას. პუტინის მიზანი იყო საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე დაბრუნება. პუტინისთვის ალიასკაზე ტრამპთან შეხვედრა მისი იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ, უკრაინის საკითხში მაინც აგრძელებს იმ პოლიტიკურ ხაზს, რომელიც ჰქონდა. რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთმა უნდა წაიღოს უკრაინის 4 ოლქი, არანაირ დათმობაზე არ მიდის.
პუტინის მიზანი იყო საერთაშორისო პოლიტიკურ არენაზე დაბრუნება. პუტინისთვის ალიასკაზე ტრამპთან შეხვედრა მისი იმიჯისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ, უკრაინის საკითხში მაინც აგრძელებს იმ პოლიტიკურ ხაზს, რომელიც ჰქონდა. რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთმა უნდა წაიღოს უკრაინის 4 ოლქი, არანაირ დათმობაზე არ მიდის
ტრამპი კი ამბობს რომ ეს შეხვედრა კარგი შეხვედრა იყოო, ამაზე მან foxnews- -თვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა რომ ქალაქ ანკორიჯში „პუტინთან ძალიან თბილი შეხვედრა ჰქონდა,“ მაგრამ, რეალურად ტრამპმა ვერ მიაღწია შედეგს და ამ სიტუაციაში ტრამპი წაგებულ მხარედ ჩანს.
– შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პუტინმა თქვა – „რაზეც ჩვენ პრეზიდენტ ტრამპთან ვისაუბრეთ ევროპა და გაგებით უნდა მოეკიდნენო“. ასევე თქვა – „პრეზიდენტ ბაიდენს ვეუბნებოდი – არაა საჭირო ვითარების იქამდე მიყვანა რომ საომარი მოქმედებები დაიწყოს“.
დარჩა შთაბეჭდილება რომ თურმე ყველაფერში უკრაინა ყოფილა დამნაშავე, ქვეყანა, რომელიც მეოთხე წელია რუსულ აგრესიას ებრძვის.
ამგვარი მიდგომით პუტინი ამბობს – თუ ს ინტერესების დაცვას დასჭირდა, რუსეთი ისევ ისე მოიქცევა, როგორც 2022 წლის თებერვალში, როცა უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა.
პუტინის ეს განცხადება ტრამპმა კი გაიგონა, მაგრამ, ისეთი სახე მიიღო, თითქოს არ გაუგონია. რას შეიძლება ნიშნავდეს ასეთ მნიშვნელოვან საკითხში პრეზიდენტ ტრამპის ამგვარი წაყრუება?
– როცა ამ თემებზე ვსაუბროთ, უნდა გავიხსენოთ ის, თუ რა უძღოდა წინ რუსეთის მიერ უკრაინაში ჯარების შეყვანას. ჯერ რუსეთმა ვაშინგტონს წაუყენა ულტიმატუმი იმის თაობაზე, რომ ნატო უნდა დაუბრუნდეს თავის 1997 წლის საზღვრებს. ამაზე მათ -მ უარი უთხრა. როგორც ჩანს, ბაიდენმა პუტინს ამაზე უთხრა უარი.
აშშ და ევროპა ერთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არიან. ფაქტობრივად, პუტინმა თავისი ულტიმატუმი აშშ-ს ახლა მეორედ წაუყენა. მაშინ ბაიდენმა მას ამაზე უარი უთხრა. ტრამპი კი შეეცადა ამ საკითხისთვის გვერდი აევლო, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ საკითხში ბაიდენის მსგავსად ისიც ვერ დათანხმდება პუტინის პოზიციას
პუტინი ახლაც უკრაინაში ომის დაწყებას პრეზიდენტ ბაიდენს აბრალებს. ანუ, მაშინაც და ახლაც პუტინი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე და ევროპის უსაფრთხოების სისტემაზე, რომელიც მას არ მოსწონს. ფაქტია, რომ პუტინი უკრაინის პრობლემას თავად აფართოებს, ეს კი აბსოლუტურად მიუღებელია ევროპისთვის და აშშ-სთვის.
აშშ და ევროპა ერთ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არიან. ფაქტობრივად, პუტინმა თავისი ულტიმატუმი აშშ-ს ახლა მეორედ წაუყენა. მაშინ ბაიდენმა მას ამაზე უარი უთხრა. ტრამპი კი შეეცადა ამ საკითხისთვის გვერდი აევლო, მაგრამ, ფაქტია, რომ ამ საკითხში ბაიდენის მსგავსად ისიც ვერ დათანხმდება პუტინის პოზიციას.
– მოდით, ახლა იმაზე ვისაუბროთ თუ რა უთხრა ტრამპმა foxnews-ს. ვნახეთ, რომ ერთობლივ ბრიფინგზე ტრამპს ბევრი არც არაფერი უთქვამს, ძირითადად პუტინმა გააკეთა აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე ვრცელი განცხადებები.
პრაქტიკულად, ტრამპა თქვა შემდეგ – 1. უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა დამოკიდებულია ზელენსკისა და ევროპაზე. 2. ზელენსკიმ უნდა აღიაროს რომ რუსეთთან კონფლიქტში ბევრს კარგავს. რუსეთი ზესახელმწიფოა, უკრაიანა კი ასეთი ქვეყნა არაა. 3. ტრამპმა კიევს ურჩია „რუსეთთან გარიგების დადება“. 4. პუტინთან მოლაპარაკებებში მიღწეულია დიდი პროგრესი. 5. კონფლიქტის დასრულება პუტინისთვის და ზელენსკისთვის დიდი მიღწევაა, 6. შეთანხმების მიღწევის ალბათობა გაიზარდა. 7. ევროპა დაინტერესებული უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარებაში, 8. კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებებში შესაძლოა, მიიღოს მონაწილეობა.
ფაქტობრივად, ტრამპმა კიევს უკრაინის 4 ოლქის რუსეთისთვის გადაცემა შესთავაზა და არა ცეცხლის შეწყვეტა, რაზეც მან პუტინს ჯერ 50 დღე მისცა, შემდეგ 10 დღე და ასე შემდეგ. ახლა ამ თემებზე მას არც არაფერი უთქვამს.
ეს რას შეიძლება ნიშნავდეს? რა ტაქტიკურ სვლებს აკეთებს აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან და რუსეთთან მიმართებაში?
– ალიასკაზე გაკეთებული განცხადებებით ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს ერთმანეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწიდებს. მაგრამ, ახლა მნიშვნელოვანია ის, რომ იგი უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე. იგი მათ ეუბნება, რომ მათ ინტერესებში შედის თუ ისინი ერთმანეთს მოელაპარაკებიან.
ალიასკაზე გაკეთებული განცხადებებით ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს ერთმანეთთან მოლაპარაკებებისკენ მოუწიდებს
ეს ბუნებრივი და ლოგიკურიცაა, მაგრამ ტრამპის პოზიცია ასეთია – როგორც თქვენ გადაწყვეტთ ისე იქნებაო. თუ გავიხსენებთ ტრამპის პირველ შეხვედრას ზელენსკისთან თეთრ სახლში, მაშინ იგი უკრაინის პრეზიდენტზე დიდ ზეწოლას ახდენდა. ახლა ტრამპი კიევს, მოსკოვს და ევროპას ეუბნება – თუ რამეზე მოილაპარაკებთ, ეს თქვენი პასუხისმგებლობა იქნება. მე რაც შემეძლო, გავაკეთე.
პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში მთავარი ძალა იქნება. აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის მიყიდვას ევროპისთვის. უკრაინა-რუსეთის ომში მთავარი იქნება ევროპა და ტრამპი შეეცდება უკრაინა-რუსეთის კონფლტში არ იყოს აქტიური მოთამაშე.
ახლა ტრამპი კიევს, მოსკოვს და ევროპას ეუბნება – თუ რამეზე მოილაპარაკებთ, ეს თქვენი პასუხისმგებლობა იქნება. მე რაც შემეძლო, გავაკეთე
ტრამპი მიხვდა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მისთვის პოლიტიკურად წამგებიანი პოზიციაა.
– რუსეთიდან გაქცეული, პუტინის ოპონენტი რუსეთის მოქალაქე პუბლიცისტი და ბლოგერი ნევზოროვი წერს – „პუტინი ვახშმის გარეშე, ხოლო ტრამპი ტრიუმფის გარეშე დარჩა… ალიასკაში შეხვედრამ ტრამპს რეპუტაციული ზიანი მიაყენა… პუტინთან შეხვედრით მსოფლიო თვითმხილველი გახდა ტრამპის დაშვებული პოლიტიკური შეცდომის, რასაც „შორსმიმავალი შედეგები ექნება“… მალე ვნახავთ რუსეთის მიმართ აშშ-ს მრისხანებას.“
თქვენ სწორად შენიშნეთ, ალიასკაში შეხვედრა უფრო მომგებიანი იყო პუტინისთვის, ვიდრე ტრამპისთვის. ასეა, რადგან პუტინს არც ცეცხლის შეწყვეტაზე აუღია ვალდებულება და უკრაინასთან დაკავშირებით არც სხვა რამეზე…
– ფაქტიურად ასე ჩანს, მაგრამ, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთში უმძიმესი ეკონომიკური სიტუაციაა. რუსულ ელიტებს ჰქონდათ იმედი რომ ცეცხლის შეწყვეტაზე იქნებოდა მიღწეული შეთანხმება და რუსეთი ეკონომიკურად ამოისუნთქავდა.
ეს არ მოხდა, პუტინი დარჩა იმ პოზიციაზე რომ რუსეთის ეკონომიკა გაუძლებს ომის წარმოებას. როგორც ბევრი ეკონომისტი რუსეთში თვლის მომავალ წელს რუსეთში დაიწყება მწვავე ეკონომიკური კრიზისი. პუტინს ფსონი ომის გაგრძელებაზე აქვს დადებული, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს. ასე რომ, შესაძლოა, ალიასკაში გამართული შეხვედრით პუტინმა ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში აშკარად წააგებს.
მომავალ წელს რუსეთში დაიწყება მწვავე ეკონომიკური კრიზისი. პუტინს ფსონი ომის გაგრძელებაზე აქვს დადებული, მაგრამ ამის რესურსი არ აქვს. ასე რომ, შესაძლოა, ალიასკაში გამართული შეხვედრით პუტინმა ტაქტიკურად მოიგო, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში აშკარად წააგებს
– ამ შეხვედრასთან დაკავშირებით რუსული პრესა ხარობს. ამგვარი სტატიის ავტორები ის ჟურნალისტები არიან, ვინც პრეზიდენტ პუტინს ახლდნენ ალიასკაზე. გასაგებია, ისინი მანდ როგორ შეირჩეოდნენ და აღმოჩნდებოდნენ.
მაგრამ, მთავარი ისაა, ისინი რას წერენ – „ომი უკრაინასთან გაგრძლდება. პუტინმა აშშ-ს თავი არ დაუხარა და ტრამპის წინადადებები ომის დასრულებაზე არ მიიღო.“
თქვენი აზრით, ამგვარ პროპაგანდას როგორ გაიგებს რუსული საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც ესმის რომ თუ ომი გაგრძელდა, ეკონომიკური თვალსაზრისით როგორც მინიმუმ, რუსეთს კარგი არაფერი ელის?
– რუსული ელიტის ის ნაწილი, რომელიც ომის გამო ბევრს კარგავს, და ვისაც ესმის თუ რა ელის რუსეთის ეკონომიკას უკრაინასთან ომის გაგრძლების შემთხვევაში, ჩათვლიან, რომ ალიასკაში გამართული შეხვედრის შედეგებით ისინი დამარცხებულები არიან. ალიასკაში მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საფონდო ბირჟებზე რუსული კომპანიების აქციები დაეცა. რუსული ბიზნესის მოლოდინები ომის დასრულების შესახებ არ გამართლდა.
ამგვარ ვითარებას რუსეთში გამარჯვებულებიც ჰყავს. მოგებული არიან ომის გაგრძელების მომხრე ქორები, ანუ, ძალოვანები. ისინი თვლიან რომ რუსეთმა უკრაინასთან ბოლომდე უნდა იბრძოლოს. მათ უყვართ გამონათქმა – რუსეთმა უკრაინაზე კონტროლი ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიოს.
– ალიასკაზე გამართულ შეხვედრაზე სავარაუდოდ, როგორი შეიძლება იყოს ევროპისა და უკრაინის პასუხი?
– როგორც ვთქვი, ტრამპი-პუტინის შეხვედრის შედეგები იმ თვალსაზრისითაა დადებითი, რომ ტრამპის მხრიდან არ ყოფილა უკრაინაზე და პირადად ზელენსკიზე ზეწოლა იმაზე რომ უკრაინა აუცილებლად უნდა წავიდეს რუსეთთან ტერიტორიულ დათმობაზე.
ალიასკაში გამართული შეხვედრით უკრაინაც და ევროპაც კმაყოფილი უნდა იყოს
როცა ტრამპი ამბობს – რუსეთმა და უკრაინამ უნდა მოილაპარაკოთო, ეს ცოტა სხვა მიდგომაა. ეს უკრაინისთვის და ევროპისთვისა კარგი შედეგია. ევროპაშიც ჰქონდათ იმის შიში, რომ ტრამპი გამოაცხადებდა, რომ უკრაინამ აუცილებლად უნდა დათმოს ტერიტორიები და შემდეგ უკრაინასთან რუსეთს ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთოებისთვის სივრცე შეექმნებოდა.
ჩემი აზრით, ალიასკაში გამართული შეხვედრით უკრაინაც და ევროპაც კმაყოფილი უნდა იყოს.
– თქვით, რომ ტრამპი შეეცდება უკრაინა-რუსეთის კონფლიქტიდან დისტანცირებას და თუ გამოუვიდა საერთოდ გავა ამ თამაშიდან.
ასეთ შემთხვევაში შეუსრულებელი დარჩება მისი დაპირება რომ უკრაინა-რუსეთის ომს დაასრულებდა. კი მაგრამ, ამის გაკეთებას იგი შეძლებს?
– ტრამპი, როგორც შოუმენი, ახლა ცდილობს უკრაინა-რუსეთის ომზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყველაფერი ისევ წინა პრეზიდენტ ბაიდენს დააბრალოს. არადა, ომი უკრაინაში პუტინმა დაიწყო და არა ბაიდენმა. ტრამპი ახლა საკუთარი „სახის გადარჩენას“ შეეცდება.
ახლა მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ჩინეთის მოლაპარაკებების პროცესი. 3 სექტემბერს პუტინს ექნება შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სისთან მეორე მსოფლიო ომის 80 წლის დასრულებასთან დაკავშირებით ორგანიზებული ღონისძიებების ფარგლებში.
ტრამპი, როგორც შოუმენი, ახლა ცდილობს უკრაინა-რუსეთის ომზე პასუხისმგებლობა აირიდოს და ყველაფერი ისევ წინა პრეზიდენტ ბაიდენს დააბრალოს. არადა, ომი უკრაინაში პუტინმა დაიწყო და არა ბაიდენმა. ტრამპი ახლა საკუთარი „სახის გადარჩენას“ შეეცდება
უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაში ჩინეთი დაინტერესებული არ არის, რადგან ომის პირობებში მასზე მაქსიმალურად დამოკიდებული ხდება რუსეთი. მეორე მხრივ აშშ-ჩინეთისა და აშშ-ინდოეთის პრობლემები რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს.
ტრამპმა ინდოეთს 50%-იანი ტარიფები გამოუცხადა, მაგრამ, ინდოეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის ბაზარი. თუ ინდოეთი დათანხმდება და არ იყიდის რუსულ ნავთობს, ეს რუსული ეკონომიკისთვის საკმაოდ ძლიერი დარტყმა იქნება.
რაც შეეხება იმას ტრამპი რომ ამბობს – ტრამპი-პუტინი-ზელენსკის შეხვედრის იმედი მაქვსო, ამაზე პუტინი არ დათანხმდება. ყველაფერს უკრაინას დააბრალებს. პუტინი კვლავ დროის გაჭიანურებას ცდილობს. ჩემი აზრით, ტრამპის გათვლა იმაშია რომ, ეკონომიკაში შექმნილი პრობლემები აიძულებენ პუტინს უკრაინის საკითხში დათმობებზე წავიდეს.
– პუტინმა თქვა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 20%-ით არის გაზრდილიო. არადა, ამ ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები სიდიდით არასდროს გამოირჩეოდა.
ხომ არ არის გამორიცხული ტრამპი შეეცადოს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებში ჩინეთის ჩანაცვლებას. მაგრამ, ეს ისეთი რამაა, ამის დამალვა შეუძლებელი იქნება…
– ეს ციფრი გადასამოწმებელია. პუტინი ხშირად ცრუობს. აშშ-სა და რუსეთს შორის ვაჭრობა დაახლოებით 3 მილიარდს შეადგენს. ეს ძალიან ცოტაა.
აქ აშშ-სა და რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობას არა აქვს ისეთი მნიშვნელობა, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მეორად სანქციებს. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია რა გზას აირჩევს ინდოეთთან და ჩინეთთან ეკონოიკურ ურთიერთობაში ტრამპი.
– ტრამპმა foxnews-თან ინტერვიუში თქვა, რომ ჩინეთისთვის ტარიფების გაზრდას არ აპირებს…
– დიახ, ასეა რადგან 90 დღით ისევ გადადო ჩინეთისთვის ტარიფების გაზრდა. აშშ-სა და ჩინთს შორის ახლაც მიმდინარეობს ამ თემაზე მოლაპარაკებები. აშშ-ს მხრიდან ტარიფების პოლიტიკას ახორციელებს აშშ-ს ფინანსთა მინიტრი სკოტ ბესსანტი, რომელიც ფინანსურ საკითხებში ძალიან სერიოზული და ძლიერი პროფესიონალია.
ამიტომ, დიდი ალბათობით აშშ-ს სატარიფო პოლიტიკა ჩინეთის მიმართ ბევრი თვალსაზრსით გამართული იქნება. ჩვენ არ ვიცით ამერიკელებსა და ჩინელებს შორის რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ამ თემას რომ ამერიკელების მხრიდან სერიოზული და ავტორიტეტული ფინანსისტი ხელმძღვანელობს, ფაქტია.
– რჩება შთაბეჭდილება, რომ ალიასკაში დასრულებული შეხვედრის შემდეგ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის დაბომბვას და უკრაინაც გააგრძელებს დრონებით რუსეთის ტერიტორიაზე სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას.
თუ ასე აღმოჩნდა, გაუგებარია ალიასკაში ტრამპი-პუტინის შეხვედრასთან დაკავშირებით რას ემსახურებოდა ამდენი ხმაური და მოლოდინების შექმნა?
ეს გაუგებას ხდის აშშ-რუსეთის ურთიოერთობების არსს?
– ალბათ, ტრამპს ჰქონდა იმის იმედი, რომ პუტინთან პირადად შეხვედრის ფარგლებში გარკვეულ შედეგს მიაღწევდა. იგი მზადაა პუტინთან მეორე შეხვედრა გამართოს თუ ასეთ შეხვედრას რაიმე შედეგი ექნება.
როგორც ვთქვი, ალიასკაში გამართული შეხვედრა პუტინისთვის საერთაშორისო პოლიტიკაში დაბრუნებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. მაგრამ, ცხადად გამოჩნდა, რომ პუტინი უკრაინის საკითხში ძველ პოზიციაზეა დარჩენილი.
რუსეთში ვითარება ძალიან დაძაბულია. თუ პუტინი ომს აგრძელებს სამხედრო ხარჯები უნდა გაიზარდოს, ეს რუსეთის ეკონომიკას ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება
ჩემი აზრით, პუტინის მხრიდან ეს ძალიან დიდი პოლიტიკური შეცდომაა. რუსეთში ვითარება ძალიან დაძაბულია. თუ პუტინი ომს აგრძელებს სამხედრო ხარჯები უნდა გაიზარდოს, ეს რუსეთის ეკონომიკას ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება.
კობა ბენდელიანი
„ინტერპრესნიუსი“