ვიქტორ ორბანი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გუშინ

დღეს მსოფლიო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გუშინ, – ასე ეხმაურება უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ალასკაზე, -ისა და ს პრეზიდენტების, სა და ს შეხვედრას.
„წლების განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ ანადგურებდა ორი ბირთვული სახელმწიფო თანამშრომლობის ჩარჩოებს და ერთმანეთს არამეგობრულ მესიჯებს უგზავნიდა. ახლა ეს დასრულდა“, – წერს ვიქტორ ორბანი X-ზე.
ცნობისთვის, ალასკაზე, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „შეთანხმებას ბევრ საკითხზე მიაღწია“.
„ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.