ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

მწერალი და ყოფილი პარლამენტარი ბესიკ ლაგვილავა:

მე არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!
ალიასკაზე შეხვედრის წინ, რუსეთმა მოახდინა ბრძოლისუნარიანი შენაერთების მობილიზაცია პოკროვსკ-დობროპილიას მიმართულებით და ფრონტის ხაზზე მოახდინა გარღვევა; შეიქმნა “ორი რქა”, რომელშიც 5-7 ათასიანი რუსული შენაერთების შესვლის შემდეგ მათ გაუჩნდებოდათ საშუალება, ალყაში მოექციათ პოკროვსკი! ეს იქნებოდა სწორედ პუტინის ყველაზე დიდი არგუმენტი და კოზირი (ტრამპს უყვარს “კოზირებით” საუბარი) ალიასკაზე შეხვედრისას! დონეცკის ოლქზე იტყოდა – ისედაც ვიღებ!
რაც არ უნდა ილაპარაკონ პოლიტიკოსებმა, ომის ბედი მაინც ბრძოლის ველზე წყდება! მ ფრონტის ამ ნაწილზე გადაისროლა სწორედ ის ლეგენდარული შენაერთი “აზოვი”, რომელიც თავის დროზე შეიქმნა საფეხბურთო ფანატების ბაზაზე და რომლის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით ქართველ ოფიცრებს, რომლებიც სამწუხაროდ, გაუშვეს ქართული არმიიდან!
2015 წელს პარიზიდან თბილისში ს გავლით გამოფრენისას მე გავიცანი ერთ-ერთი მათგანი (მახსოვს სვანური გვარი ჰქონდა და მასთან საუბარი აღვწერე კიდეც ერთ-ერთ იმდრონდელ სტატუსში ), რომელიც თავის დროზე ერთ-ერთი ქართული ელიტარული ბატალიონის შტაბის უფროსი იყო!
რამდენიმე ქართველი ამ შენაერთის შემადგენლობიდან მარიუპოლის დაცვის ოპერაციისას დაიღუპა! სპეც.დანიშნულების შენაერთ “აზოვის” დიდი ნაწილი 2022 წელს ბლოკადაში მოქცეული მარიუპოლის გმირული დაცვის დროს ან დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა!
გუშინ საღამოს სპეციალური დანიშნულების ბრიგადა “აზოვის” შემადგენლობამ მოახერხა გარდატეხა შეეტანა რუსების მიერ ფრონტი ხაზის გარღვევის ზონაში! რამდენიმე დღის განმავლობაში 600 სპეციალურადამ ოპერაციისთვიოს მომზადებული რუსი სალდათი “ტვირთ 200″-ად იქცა! რუსების გარკვეული ნაწილი თავად აღმოჩნდა ” ტომარაში” და მათი განადგურების ოპერაცია გრძელდება!
ალიასკის მოლაპარაკებისთვის პუტინის ერთი კოზირი “გარღვევა ფრონტზე დონეცკის სრულად დაკავების” მოსათხოვნად გაჭრილია!
დანარჩენი ტრამპის და მისი მომლაპარაკებლების საქმეა… მთავაროია ვიტიუკოვს (ვიტკოფი) ნანახი ჰქოინდეს რუკა, სადაც ეს ფანტასტიკური ოპერაცია ხორციელდება!
სპეც. დანიშნილების ბრიგადა “აზოვმა”, ასევე 25-ბრიგადამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა – დღეს ეს ბრიგადა მსოფლიოში ყველაზე მობილური, ბრძოლისუნარიანი სამხედრო შენაერთია!
მაგრამ ხანდახან ეჭვიი მეპარება, არიან კი ისინი საერთოდ ადამიანები?!