ალასკას ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მედიასთან პრესკონფერენცია გამართეს. იმის მიუხედავად, რომ ორი ქვეყნის ლიდერს არავითარ კონკრეტულ შედეგზე არ უსაუბრიათ, უკრაინის თემაზე თავისი პოზიციები მათ მკაფიოდ დააფიქსირეს.
ამ კუთხით განსაკუთრებით საინტერესო იყო პრეზიდენტ პუტინის განცხადება, რომლის თქმითაც, უკრაინაში არსებული ვითარება მთლიანად არის დაკავშირებული რუსეთის წინაშე არსებულ ფუნდამენტურ საფრთხესთან და თუ ამერიკას ომის დასრულება სურს, მაშინ ეს საფრთხე უნდა გაქრეს.
“გვესმის, რომ უკრაინაში ომი უნდა დასრულდეს, თუმცა თუ გვსურს ხანგრძლივი და მყარი შეთანხმების დადება, მაშინ უნდა ამოიძირკვოს ყველა ის მიზეზი, რაც კონფლიქტს წარმოშობს” – განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა ის “ამოსაძირკვ მიზეზებში”, თუმცა, დასავლურ მედიაში არსებობს ვარაუდი, რომ პუტინი უკრაინის დემილიტარიზაციას და NATO-ში გაწევრიანების სრულად გაყინვას ითხოვს.
რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაზე საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მან ამ მხრივ ამერიკასთან თანამშრომლობის მზაობაც გამოთქვა.
“რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მუშაობის დასაწყებად და მჯერა, რომ ის შეთანხმება, რასაც დღეს მივაღწიეთ, უკრაინას მშვიდობისკენ მიმავალ გზას გაუკვლავას”, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინი პრესკონფერენციის დასაწყისში შეხვედრის ადგილად ალასკას არჩევასაც გამოეხმაურა და თქვა ” მნიშვნელოვანია, რომ ალასკას უკავშირდება რუსეთისა და აშშ-ს საერთო ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. ბევრი პოზიტიური მოვლენა”.
“ჩვენმა მოლაპარაკებებმა კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისმცემ გარემოში ჩაიარა. იყო ძალიან საფუძვლიანი და სასარგებლო. კიდევ ერთხელ მსურს ამერიკელ კოლეგას მადლობა გადავუხადო ალასკაში მოწვევის წინადადებისთვის. აბსოლუტურად ლოგიკურია სწორედ აქ შეხვედრა. მართალია ჩვენს ქვეყნებს ოკეანე ყოფს, მაგრამ, სინამდვილეში, ახლო მეზობლები არიან”.
აღსანიშნავია, რომ არც პუტინს და არც ტრამპს არ დაუკონკრეტებიათ, რა შეთანხმებაზეა საუბარი, თუმცა ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკების შედეგებს დასავლელ მოკავშირეებს, მათ შორის, ზელენსკის დაუყოვნებლივ გააცნობს.
