აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას 10 ქულით შეაფასებდა.
„ვფიქრობ, შეხვედრა 10-იანზე იყო, რადგან შესანიშნავად შევეწყვეთ ერთმანეთს. კარგია, როდესაც ორი დიდი ძალა ერთმანეთს კარგად ეწყობა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ბირთვული ძალები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ან სხვა „მკაცრი შედეგების“ დაწესებისგან თავს შეიკავებს მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინთან მისმა შეხვედრამ „ძალიან კარგად“ ჩაიარა.
„ვფიქრობ, იმის გამო რაც დღეს მოხდა, ახლა ამაზე ფიქრი არ მჭირდება. შეიძლება ორ კვირაში ან სამ კვირაში ან რამე მსგავს დროს მომიწიოს ამაზე ფიქრი, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ გვჭირდება“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებოდა, თუ ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო პროცესს დაბლოკავდა.
