ტრამპი: შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ შეხვედრა “პროდუქტიული” იყო და დაამატა, რომ დღესვე NATO-სა და ზელენსკის დაურეკავს.

ტრამპის თქმით, პუტინთან “მრავალ პუნქტზე მოხდა შეთანხმების მიღწევა.” თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ “შეთანხმება არ იქნება, სანამ შეთანხმება არ იქნება.”

“ვერ მივაღწიეთ, მაგრამ კარგი შანსი გვაქვს მიღწევის” – განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

მხარეებს ასევე არ გამოუცხადებიათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და არც ის დაუკონკრეტებიათ, თუ რა წინადადებები განიხილეს და რაზე შეთანხმდნენ სამიტის დროს.

ცნობისთვის, ალასკაში ტრამპისა და პუტინის გუნდებს შორის მოლაპარაკებები თითქმის 3 საათამდე გაგრძელდა. სამიტის ბოლოს რუსეთისა და აშშ-ს ლიდერების ერთობლივი პრესკონფერენცია 12 წუთამდე გაგრძელდა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი ორივე მათგანმა ოთახი რეპორტიორების კითხვებზე პასუხის გაცემის გარეშე დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“